გენერალი სირსკი: უკრაინამ შექმნა პირობა ბახმუტის გათავისუფლებისთვის, ოკუპანტები ნახევრად ალყაში არიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაბრუნებისთვის კიევის კონტროლის ქვეშ, რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან.

სირსკის ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევისთვის.

გენერლის თქმით, ვაგნერ ჯგუფის კონტრაქტორებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქალაქის აღების მცდელობებს, განიცადეს ისეთი მძიმე დანაკარგები, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში გამოუსადეგარი გახდნენ.

„უკრაინა ბახმუტის აღებას ათჯერ ნაკლები დანაკარგებით შეძლებს,“ - განაცხადა სირსკიმ.