ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის, Ryanair-ის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა, იუწყება RBC-Ukraine.
დელეგაციამ, ომის დასრულების შემდეგ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართა.
„დაიწყო მძიმე სამუშაო: ჩვენ დეტალურად განვიხილავთ Ryanair-სა და Boryspil Airport-ის პარტნიორობას ავიაკომპანიის მიერ გამოცხადებულ სტრატეგიულ გეგმაზე უკრაინის გამარჯვების და EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) უკრაინის ცაზე ფრენების უსაფრთხოების დადასტურებისთანავე,“ - განაცხადა აეროპორტის პრესსამსახურმა.
მოლაპარაკებების დროს Ryanair-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანიას შეეძლება ფრენის დაწყება ომის დასრულებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.