თეგი: Ryanair
Ryanair-ი უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავს
ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის, Ryanair-ის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა, იუწყება RBC-Ukraine. დელეგაციამ, ომის დასრულების შემდეგ ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გამართა. „დაიწყო მძიმე სამუშაო: ჩვენ დეტალურად განვიხილავთ Ryanair-სა და Boryspil Airport-ის პარტნიორობას ავიაკომპანიის მიერ გამოცხადებულ სტრატეგიულ გეგმაზე უკრაინის გამარჯვების და EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) უკრაინის ცაზე ფრენების უსაფრთხოების დადასტურებისთანავე,“ - განაცხადა აეროპორტის პრესსამსახურმა. მოლაპარაკებების დროს Ryanair-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კომპანიას შეეძლება ფრენის დაწყება ომის დასრულებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.
Ryanair-ი უკრაინაში $3 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო გეგმის შესახებ აცხადებს
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის გახსნიდან რვა კვირაში უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება. კომპანია გეგმავს, 75 მიმართულება გახსნას ევროპიდან უკრაინაში და 30-მდე $3 მილიარდზე მეტის ღირებულების, ახალი Boeing 737 MAX განათავსოს უკრაინის მთავარი აეროპორტების ბაზაზე. კომპანიის დელეგაცია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია. დელეგაციის წევრები კიევის, ლვოვის და ოდესის აეროპორტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კუბრაკოვიც ესწრებოდა. უკრაინის ყველა სხვა აეროპორტის მსგავსად, ბორისპილიც 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაიხურა. უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის საჰაერო მიმოსვლის სახელმწიფო საწარმო, Ukraerorukh-ი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცე ომის დასრულების შემდეგ გაიხსნება. Ryanair-ი უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავს