დიდმა ბრიტანეთმა რუს მილიარდერ ოლეგ ტინკოვს სანქციები მოუხსნა

დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენ ოლეგ ტინკოვს სანქციები გააუქმა.

ის შეზღუდვების ქვეშ 2022 წლის მარტში მოექცა. ყოფილმა ბანკირმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთში თავისი ძირითადი აქტივები გაყიდა. ახლა მას კვიპროსის მოქალაქეობა აქვს.

ტინკოვი, რომელიც ოდესღაც ამაყობდა პუტინთან თავისი კავშირებით, ერთ-ერთია რუსი ბიზნესმენებიდან, რომლებიც ომზე საუბრობდა.


„უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა ომში“, - ამბობდა ტინკოვი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რატომ ამოიღეს ტინკოვი სიიდან. უფრო ადრე ტინკოვმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლისგან მუქარა მიიღო მისი მხრიდან ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.

2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ტინკოვმა ბრიტანეთის მთავრობას მისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართა.