ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება. ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.
25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში არ ყოფილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შარშან ეწვია თურქეთს, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი ნიუ იორკში შეხვდა ერდოღანს.