ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, უილიამ ბერნსს სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელორუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს.
„ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა", - განაცხადა ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე.
ბერნსი ხაზს უსვამს, რომ გაკვირებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას, რადგან პუტინი, „ანგარიშსწორების უკანასკნელი მოციქულია.“
„პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი," - აღნიშნა ბერნსმა.
ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას, რომ ამით ისარგებლოს.