CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა სადაზვერვო ინფომაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ის კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივის მიმართ.

CIA-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ რუსეთი აწყდება მნიშვნელოვან „სტრუქტურულ სისუსტეებს“, მათ შორის დაბალ მორალს, ცუდ მეთაურობას და „არეულობას“ ხელმძღვანელობას შორის, საუბარია როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ხელმძღვანელობაზე.

მანვე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ამბოხებამ“ პუტინის მიერ შექმნილი სისტემის ზოგიერთი მნიშვნელოვანი სისუსტე გამოავლინა.

ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი სავარაუდოდ შეეცდება არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ამბოხზე“ ზედმეტად რეაგირებდა. 

ბერნსის შეფასებით, პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს ევგენი პრიგოჟინს. CIA-ს დირექტორის ვარაუდით, რომ პუტინი ცდილობს, პრიგოჟინი დააშოროს „ვაგნერს“ და ამის შემდეგ დაგეგმოს მასთან ანგარიშსწორება. ბერნსმა მისი კოლეგების მსგავსად ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ წინასწარ იცოდა „ვაგნერის“ აჯანყების შესახებ.


ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ 20 ივლისს სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსებს მარკ მილის, რომ უკრაინის დამცველების კონტრშეტევისა და გარკვეული წარმატებების შესახებ აცნობა.