ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ბაზაზე დრონებით შეტევა იყო. Telegram არხი Baza წერს, რომ სამხედრო აეროდრომთან 20 ივლისს 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, ორი დრონი რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი ელექტრონული საბრძოლო საშუალებებით შეაჩერეს.
ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისსაც გავრცელდა.