რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან ზედიზედ მეოთხე დღეა, იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს.
ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი გოგო, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა.
აქსიონოვი დასახლებულ პუნქტს არ აკონკრეტებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.