უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს 7 ივლისს სტამბოლში „ნაყოფიერი მასპინძლობისთვის და ასევე, NATO-ში გაწევრიანებაზე პრინციპული პოზიციისთვის. გარდა ამისა, განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება.
„პრეზიდენტ ერდოღანის დახმარება ვთხოვეთ უკრაინელი ტყვეების, კერძოდ, ყირიმელი თათრების დაბრუნებაში,“ - წერს ზელენსკი.
„ჩვენ ძალისხმევის კოორდინირება მოვახდინეთ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირების აღდგენისთვის. რუსეთის ქმედებების გამო, მსოფლიო კვლავ სასურსათო კრიზისის ზღვარზეა. აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაში სულ 400 მილიონ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება. ჩვენ ერთად უნდა ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი,“ - წერს ზელენსკი.