ზელენსკიმ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის გამართვას აპირებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისასა განაცხადა.

„ჩვენ ვგეგმავთ მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. განიხილება შავი ზღვის რეგიონი, სურსათის უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკების გამართვას გვიან საღამოს გეგმავს. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ „პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები.“


კონტექსტი

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებიდან მეოთხე დღეს აცხადებს, რომ შავ ზღვაში „წვრთნებს“ მართავს.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: