სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს, 19 ივლისს განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტს არ დაესწრება.
კირილ რამაფოსას თქმით, რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.
მანამდე, ICC ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.
Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება