პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტს არ დაესწრება.

კირილ რამაფოსას თქმით, რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.

მანამდე, ICC ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა.


რამაფოსას თქით, მან დაიწყო სამართალწარმოება ICC-სთან 97-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც სახელმწიფოებს შეუძლიათ თქვან, რომ არ უნდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება იმ პრობლემების გამო, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის.

რამაფოსამ განმარტა, რომ ამ პროცესების შესახებ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.

„სამხრეთ აფრიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

„რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა”, - განმარტა რამაფოსამ.

მარტში პუტინის მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს.

კრემლს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე წასვლას. რამაფოსამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთ აფრიკა ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მან კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დასავლეთის ქვეყნები მას მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ.