ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის შეიარაღებასთან და სათადარიგო ნაწილებთან ერთად, 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება.
როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, ბულგარეთს არ სჭირდება ჯავშანტექნიკა, რომელიც ათწლეულების წინ შეიძინა ბულგარეთის კომუნისტების დროს იყო შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი შეიარაღებული ძალებისთვის.
ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად, 14 ივლისს განაცხადა.