სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ბელორუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა.
გავრცელებული ცნობებით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა.
რეგისტრაციის მისამართი ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში მდებარეობს, რომლის მახლობლადაც „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი „აჯანყების“ შემდეგ განთავსდა.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 200 ბელორუსული რუბლია, რაც დაახლოებით 7 ათას რუსულ რუბლს უდრის.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავად პრიგოჟინია, მისი მფლობელი კი - რუსული კომპანია „კონკორდი“, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის. ბელორუსული კომპანიის საქმიანობის ერთადერთი სახეობაა „უძრავი ქონების მართვა.“