ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმებმა 22-23 ივლისის ღამეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ფერისცვალების ისტორიულ ტაძარს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.  

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა თავდასხმის შედეგად, მათ შორის საკათედრო ტაძარი.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ხატი ამოიღეს, (კასპეროვის ხატი).

ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.


ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.


ცნობისთვის, ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. ის 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა.

სარესტავრაციო სამუშაო წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელს, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.