თეგი: ოდესა

მედია: ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს

ოდესის სიახლოვეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა. ამასთა, როგორც ცნობილია, დღეს დილით მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორია დაბომბა. ცნობისთვის, დღეს დილიდან გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.  ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი ისრაელის პარლამენტს: შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვერ იღებს უკრაინა ისრაელისგან იარაღს?

The Times: ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ოდესის დასაცავად იარაღი მიაწოდოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონმა მინისტრებს განუცხადა, რომ სურს იარაღის მიწოდება, რათა ხელი შეუშალოს რუსების წინსვლას ოდესაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

უკრაინა: ოდესაში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, საპორტო ქალაქ ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმისას რვა ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან დედა და მისი სამი თვის შვილი.  ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა, მხოლოდ ერთი თვის იყო, როცა ომი დაიწყო. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა. კიევის მეტროში გამართული პრესკონფერენციის დროს, ზელენსკიმ მათ, ვინც ოდესაში თავდასხმა დაგეგმეს და განახორციელეს, „ნაბიჭვრები" უწოდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათი “სამიზნე იყო ლოგისტიკური ტერმინალი სამხედრო აეროდრომზე, სადაც ინახებოდა აშშ-დან და ევროპიდან მიღებული შეიარაღება“. შეგახსენებთ, ოდესაში რუსული საჰაერო იერიშისას, 5 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. უკრაინის საჰაერო სარდლობა 23 აპრილს იუწყებოდა, რომ ორი რაკეტა ოდესაში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. საჰაერო თავდაცვამ კი, კიდევ ორი რუსული რაკეტა გაანადგურა. თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. გერაშჩენკოს ცნობით, რუსული საჰაერო თავდასხმისას საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ერთი ადამიანი, ერთ-ერთი შენობის ეზოში, საკუთარ მანქანაში დაიწვა. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქზე თავდასხმა აღდგომის კვირაში, 23 აპრილს განხორციელდა. დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე უკრაინა: ოდესაში რუსეთის საჰაერო იერიშს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა  

ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC

ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია მისივე ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრისას მონაწილეებს შეხვედრის შეწყვეტა დასჭირდათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ შმიგალთან დისკუსიები, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ გააგრძელებდა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამხედრო გამოწვევების დასაძლევად. ცნობისთვის, უკრაინის მთავრობის პრესსამსხურმა შმიგალისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთის შეხვედრის შემდგომი კომენტარი გაავრცელა. „ოდესამ, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს ბევრმა ქალაქმა, უკვე განიცადა ნგრევა რუსი აგრესორისგან. ოდესის დაბომბვა რუსული რაკეტებით ყოველდღიურად ხდება, როგორც ეს მოხდა სულ რაღაც ათი წუთის წინ, ორი რაკეტით. გუშინაც და დღესაც, ყოველდღე დამპყრობლები ცდილობენ, გაანადგურონ ეს მშვენიერი ქალაქი, ჩვენ კი ამოცანის წინაშე ვდგავართ, აღვადგინოთ ყველაფერი, რაც აგრესორმა გაანადგურა“, - ციტირებს შმიგალს მთავრობის პრესსამსახური. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოდესაში, რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

უკრაინის ქალაქ ოდესაში, რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქს ესროლეს ძველი, საბჭოთა პერიოდის 7 რაკეტა, რომლებიც მოხვდა სავაჭრო ცენტრს და საქონლის საწყობს. ცნობისთვის, ოდესაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 9 მაისს, დღის პირველ ნახევარშიც.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს  

რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად გაიხსნა

საპორტო ქალაქ ოდესაში ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი პირველად გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. იუწყება CNN. ოპერის თეატრის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პირველი კონცერტი უკრაინის ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებით დაიწყო. „გუშინ, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნულმა აკადემიურმა თეატრმა მაყურებლის წინაშე კარი გააღო“, - განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს შაბათს ეწვია, დაათვალიერა ფრონტის ხაზი და საავადმყოფო, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, ოდესის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოებულია გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის სამკერდე ნიშნით. ამის შესახებ RBC-Ukraine ოდესის მერის გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბრიტანეთის, მისი პრემიერ-მინისტრის დახმარებას. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ ბორის ჯონსონს გრიგორი მარაზლის სახელობის I, II, III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნები მიენიჭა", - განაცხადა ტრუხანოვმა. ამრიგად, ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის ტიტულს. მერის თქმით, უკრაინის მთავარი მოკავშირე და მეგობარი დიდი ბრიტანეთია.  

მიხაილო პოდოლიაკი ოდესის პორტის დაბომბვაზე: შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას"

"რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა - შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა. მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო, რომ ორი უზნეო პროვოკაცია განხორციელდა - თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინის პორტები "საშიშია გადაზიდვისთვის". შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ცნობისთვის, რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცალსახად გმობს უკრაინის პორტ ოდესაში დღეს რუსული მხარის მიერ განხორციელებულ იერიშს. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტონიო გუტერეშის პრესმდივნის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილება მსოფლიო ბაზრებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ეს პროდუქტები მთელს მსოფლიოში გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლადაა საჭირო. აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის შეთანხმება განხორციელდეს", - აცხადებენ გაეროს პრესსამსახურში. „შაბათს ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა და მტრის დაბომბვის შემდეგ კვამლი ჩანს“, -  სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ოდესის პორტში ხანძრის შესახებ იუწყება. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,   

ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ დაპირება არ შეასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა „რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, არ შეასრულოს ის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმება არ შეასრულოს.  უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,   

გუტერეში ოდესის პორტს ეწვია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესაში ჩავიდა. გუტერეში პორტს ეწვია, საიდანაც განბლოკვის შესახებ გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება.  „გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისტორიაში პირველად სტუმრობს ოდესას“, - განაცხადა რეგიონულმა ადმინისტრაციამ.  17 აგვისტოს მდგომარეობით, გემებმა 600 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაზიდეს. 20 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით ოდესიდან სტამბულში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვევა. მანამდე ის ლვოლვში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა.  

უკრაინულმა ძალებმა, მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას, კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსული ჯარები, მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „25 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს Shahed-136 კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებდნენ მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 25 სექტემბერს, რუსეთის ძალებმა კამიკაძე-დრონით, ოდესას კვლავ შეუტიეს. მტერმა სამჯერ დაარტყა ადმინისტრაციულ შენობას ქალაქის ცენტრში.  

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ

ოდესაში, რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონატაჟისთვის ამზადებენ.  მონუმენტი შავ პარკში შეფუთეს და ლენტა შემოახვიეს, ხოლო ტერიტორია შემოღობეს.   მანამდე, ქალაქში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც, ძეგლის დემონტაჟს 3 914 ადამიანმა დაუჭირა მხარი.  ძეგლის დემონტაჟის საკითხი ოდესის საკრებულოს სხომაზე, კანჭისყრის შედეგად გადაწყდება.  

ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს აიღებენ

30 ნოემბერს, ოდესის საქალაქო საბჭოს XVI სესიაზე, კენჭისყრის შედეგად, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორისა და მხედარმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟის საკითხი გადაწყდა.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური იტყობინება. ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟს მხარი 43-მა დეპუტატმა დაუჭირა, სუვოროვის ძეგლის დემონტრაჟს – 41-მა.  

ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო

ოდესაში, სპეციალისტთა ჯგუფმა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის ძეგლის დემონტაჟი დაიყო.  ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ Ukrinform-მა მერიის პრესსამსახურზე Telegram-ზე დაყრდნობით იტყობინება. „დღეს, ოდესის საქალაქო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო „ოდესის დამფუძნებლების“ ძეგლის დემონტაჟი, რომელიც პოპულარულია ეკატერინე II-ის ძეგლის სახელით. ეს ძეგლი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა“, - აღნიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოდესის მერის მოადგილე ოლეგ ბრინდაკმა. მისი თქმით, ამ გზით ისინი არა მხოლოდ ასრულებენ სხდომის გადაწყვეტილებას, არამედ იწყებენ „საკუთარი ისტორიის გადახედვის რთულ, ხანგრძლივ, მაგრამ აუცილებელ პროცესს, ყველა საბჭოთა, იმპერიული მითებისგან განთავისუფლებას“.  

იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება პარიზში დაჩქარებული პროცედურის შემდეგ დამტკიცდა. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა. ქალაქის ცენტრი იდენტიფიცირებულია, როგორც ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ოდესის საკრებულომ მადლობა გადაუხადა იუნესკოსა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მხარდაჭერისთვის. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ოდესა არის უკრაინული ქალაქი და ასევე ევროპის სული. რაც აისახება მის უნიკალურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ევროპელებმა შექმნეს. ახლა კი ეს მემკვიდრეობა საიმედო დაცვის ქვეშაა“, – აღნიშნეს ქალაქის საკრებულოში.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ოდესაში იმყოფება.  კულებას თქმით, უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად, გადამწყვეტია. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, კატრინ კოლონა. გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის. მოუთმენლად ველი საფრანგეთის როლის განხილვას საერთაშორისო სატანკო კოალიციაში, გრეინისა და მშვიდობის ფორმულაზე. უკრაინულ-ფრანგული პარტნიორობა ურყევია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.  შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და ოდესაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგოობიექტი მწყობრიდან გამოვიდა.   

რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ოდესის პორტი დაზიანდა

წუხელ, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას ოდესის პორტი დაზიანდა. უკრაინის თავდაცვის ძალების „სამხრეთის“ სარდლობის ცნობით, უკრაინის სამხრეთში რუსეთის ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. სარდლობის ინფორმაციით, 3 დრონი ნიკოლაევის ოლქის თავზე გაანადგურეს, ხოლო ერთი - ოდესაში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებითა და დრონებით უტევდნენ. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები დედაქალაქის სამ რაიონში ისმოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და სხვა ოლქებში.    

ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით, ოდესაში ჩავიდა. უკრაინული მედიის თანახმად, ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები. „რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალების აკვატორიაა. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები ვერ გაუძლებდა რუსეთის დარტყმებს. ჩვენი მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ გაანადგურა და ზღვაში ჩაახრჩო მტრის იმედები“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. „რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტების გამართლება შეუძლებელია. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. და ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი, რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

კულება: ეს არის თავდასხმა გლობალურ საზოგადოებაზე, მოვუწოდებ ყველას, დაგმოს ომის დანაშაული

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთნ დაკავშირებით აცხადებს, რომ „რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში.“ „ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული,“ - წერს კულება Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ „მორიგ სამხედრო დანაშაულს“ „უმკაცრესად გმობს“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოდესაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. „უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე - ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.

იტალია უკრაინას, ოდესაში ფერიცვალების ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება

იტალია უკრაინას ოდესის ისტორიული ტაძრის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. უკრაინაში იტალიის საელჩოს განცხადებით, იტალიის ხელისუფლება მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფერიცვალების ტაძრისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში. „ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის, შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას," - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს." ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ ოდესაში 25 ისტორიული შენობა დააზიანა - უკრაინა

ოდესის ისტორიულ ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქში 25 ისტორიული შენობა დაზიანდა. ამის შესახებ 23 პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ოლექსი კულება აცხადებს. საუბარია იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში, არქიტექტურის 25 ძეგლის დაზიანებაზე. თავის მხრივ, ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულ ნაგებობებს შორის არის მე-19-მე-20 საუკუნის შენობები. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა  

რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, იტალიის დელეგაცია ოდესაში ჩავიდა

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის დელეგაცია ქალაქ ოდესას ეწვია. დელეგაციის წევრებს  რუსეთის მიერ 23 ივლისის ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგები აჩვენეს. შესაბამისი განცხადება ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა გააკეთა. „ჩვენ შევხვდით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და სათემო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლია კვარტაპელე პროკოპიო, უკრაინაში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,პიერ ფრანჩესკო ზაზოს თანხლებით“, - წერს კიპერი. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენეს რუსეთის ტერაქტის შედეგები, დანგრეული არქიტექტურული ძეგლები, საცხოვრებელი კორპუსები და საკათედრო ტაძარი. კიპერმა მადლობა გადაუხადა იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის, დაეხმარონ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში. შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ დღეს განაცხადა, რომ იტალიის რესპუბლიკა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოდესაში მდებარე ფერიცვალების ტაძრისა და უკრაინის სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციაში. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

ზელენსკის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიშისას, ოდესაში საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კვირას ღამით ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობაც დაზიანდა. ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2 დღის წინ, 20 ივლისს, ოდესაზე თავდასხმის დროს, ჩინეთის გენერალური საკონსულო დაზიანდა. „მხოლოდ ამ ღამით ოდესაში დაზიანდა თითქმის 50 სახლი, მათგან 25 არქიტექტურის ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკოს მფარველობაშია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც. ეს უკვე მეორე საკონსულო დაწესებულებაა, რომელიც რუსული ტერორით დაზარალდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

UNESCO ოდესაში მისიას გაგზავნის: კულტურული ძეგლების განადგურება ომის დანაშაულია

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის ისტორიულ ცენტრზე და უახლოეს დღეებში გაგზავნის მისიას ქალაქში ზარალის წინასწარი შეფასებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, კულტურული ობიექტების განზრახ განადგურება შეიძლება, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, როგორც ამას ასევე აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭო - რომლის მუდმივი წევრიც არის რუსეთის ფედერაცია. „იუნესკო ღრმად შეშფოთებულია და მკაცრად გმობს რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავხედურ თავდასხმას, რომელმაც დაარტყა რამდენიმე კულტურულ ობიექტს ოდესის ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „ოდესის ისტორიული ცენტრი“. იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის შეფასებით, „ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა აღნიშნავს ძალადობის ესკალაციას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.  

რუსეთი ოდესას ისევ თავს ესხმის

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ნაწილი გაანადგურეს.  უკრაინის მოხალისეთა არმიის ოპერატიული სარდლობის, "სამხრეთის" პრესსპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქში საჰაერო განგაში თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „მტერმა სცადა შეტევა ჩვენი რეგიონის სამხრეთზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, არის ჩამოგდების ფაქტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ფაქტებიც," - განაცხადა ბრატჩუკმა. მისივე თქმით, რუსები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის მარცვლეულზე დარტყმის განხორციელებას. ამასთან, ბრაჩუკი იმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მარცვლეულის შეთანხმება ახალ ფორმატში, უსაფრთხოების გარანტიებით.  

თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა - ოდესის ეპარქიის მეუფე რუსეთის პატრიარქს

ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც ოდესაზე რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს და ფერიცვალების ისტორიული ტაძარი გაანადგურეს. „თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან,“ - ამბობს მეუფე წერილში. მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა. „დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან.“ „მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას,“ - აღნიშნულია წერილში. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ომენტარი არ გაუკეთებიათ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ ცნობებზე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქზე თავდასხმა დაადასტურა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ტაძარი არ იყო მისი სამიზნე. სამხედრო დეპარტამენტში იმასაც ამტკიცებენ, რომ ფერიცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის მიზეზი „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოპერატორების გაუნათლებელი მოქმედებების“ შედეგად, საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნა გახდა. 23 ივლისის ღამით ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.  

კლაუს იოჰანისი: მტკიცედ ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუმინეთთან ძალიან ახლოს

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მკაცრად დაგმო რუსული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მდინარე დუნაის მახლობლად, რუმინეთის საზღვართან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რუმინეთთან ძალიან ახლოს. ეს ბოლო ესკალაცია სერიოზულ რისკებს უქმნის შავ ზღვაში უსაფრთხოებას. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინის მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და, შესაბამისად, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე," - წერს იოჰანისი. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

6 რუმინული გემი უკრაინის პორტში იყო რუსეთის თავდასხმის დროს - მედია

ექვსი რუმინული ხომალდი უკრაინის პორტ რენისში იყო ორშაბათს ღამით რუსული დარტყმების დროს. უკრაინული მედია სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს რუმინელმა მეზღვაურებმა გაიგეს აფეთქებების ხმა პორტში, რომელიც მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან და არც მათი გემები დაზარალებულან. დარტყმების შემდეგ მათ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც რუმინეთის ტერიტორია იწყება. ცნობისთვის, დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა დაგმო რუმინეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუმინელ კოლეგასთანაც განიხილა. 24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე დუნაიზე მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ტანკები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუსეთის ფედერაციის ბოლო დაბომბვას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ ასევე დაგმო მომხდარი. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ბათუმელი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში დრონებით თავდასხმის დროს იყვნენ, საქართველოში ბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში, დონეცკის ოლქში, კერძოდ კი, რენეს პორტში დრონებით დაბომბვის დროს მალტურ გემზე იყვნენ, უსაფრთხოდ არიან. სააგენტოს განმარტებით, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ქართველი მეზღვაურები უკვე ბულგარეთის ტერიტორიაზე არიან და თურქეთის გავლით დაბრუნდებიან საქართველოში. 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შედეგ, რუსეთის იერიშების სამიზნედ სახლებისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, პორტები და ნავმისადგომები იქცა. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმებმა 22-23 ივლისის ღამეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ფერისცვალების ისტორიულ ტაძარს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.   ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა თავდასხმის შედეგად, მათ შორის საკათედრო ტაძარი. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ხატი ამოიღეს, (კასპეროვის ხატი). ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები. ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ცნობისთვის, ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც აშენდა 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე. ის 1936 წელს ააფეთქეს ბოლშევიკებმა. სარესტავრაციო სამუშაო წარმოებს 1999 წლიდან, ძირითადად შემოწირულობებით. 2010 წელს, როდესაც ოდესის ეპარქიის გადაეცა, ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.  

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოდესამ პლაჟები ოფიციალურად პირველად გახსნა

უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ხელისუფლებამ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პლაჟი ცურვისთვის პირველად გახსნა. Reuters-ის ცნობით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ საჰაერო განგაშის დროს პლაჟით სარგებლობა აიკრძალება. ოდესა რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების სამიზნე არაერთხელ გახდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და პლაჟებზე ნაღმების აფეთქების ინციდენტების შემდეგ, სანაპირო დაიკეტა. „პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს ქალაქის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ,“ - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა. მისი თქმით, პლაჟები ღია იქნება დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. მიღებულია უსაფრთხოების ზომებიც. ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობა დამსვენებელს ზედაპირული ნაღმებისგან დაიცავს.  

საბერძნეთი უკრაინას ოდესის აღდგენაში დაეხმარება - მიცოტაკისი

საბერძნეთი მზადაა, უკრაინის რეკონსტრუქციაში, კონკრეტლად კი,ოდესაში რუსეთის მიერ დაზიანებული და განადგურებული ისტორიული შენობების აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არავის ავიწყდება რუსეთის მიერ მარიუპოლში ჩადენილი დანაშაული, ქალაქში, რომლის მრავალი მცხოვრები ბერძნული წარმოშობისაა. მან ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სხვა რეგიონების მიმართ განხორციელებულ აგრესიას. „ჩვენ ვგმობთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ ამ სამხედრო დანაშაულებს,“ - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა. ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ვიზიტით 21 აგვისტოს ჩავიდა. მანამდე კი, დანიას, ნიდერლანდებსა და შვედეთს ეწვია.  

უკრაინამ ოდესის ოლქში 22 დრონი ჩამოაგდო

რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა განახორციელა.  მისმა ძალებმა ირანული დრონები უკრაინის სამხრეთ რეგიონების წინააღმდეგ გამოიყენეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 22 თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის სამიზნეც ოდესის ოლქი იყო. საჰაერო თავდასხმის განგაში მოქმედებდა ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის ოლქებში.  უფრო ადრე რუსული ძალები მძიმე არტილერიით დაესხნენ თავს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, დაიჭრა ოთხი ადამიანი და დაზიანდა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები, წერს უკრაინული მედია გუბერნატორის ცნობებზე დაყრდნობით. ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა იერიში მას შემდეგ გააძლიერა, რაც 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმება“ დატოვა.   

ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას. „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს,“ - განაცხადა ბორელმა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა ბორელმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე“. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.  

ოდესის საკათედრო ტაძრის რესტავრაციაში იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან

უკრაინამ და იტალიამ ოდესის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის თქმით, ტაძრის რესტავრაციაში საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან. „ეს არის მკაფიო კულტურული და პოლიტიკური გზავნილი უკრაინისთვის," - განაცხადა ტაიანიმ. უფრო ადრე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში. ხსენებული ტაძარი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.  

იტალია ოდესის ისტორიული ცენტრის აღსადგენად, 45 მილიონი ევროს ღირებულების, სამწლიან გეგმას შეიმუშავებს

იტალიამ შეიმუშავა ოდესის ისტორიული ცენტრის აღდგენის სამწლიანი გეგმა, რომლის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა, განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: ფერისცვალების ტაძრის აღდგენა, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 52 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და ციფრული რეგისტრაცია. ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ოდესის განვითარებისა და აღდგენის პროცესში სხვა ფონდებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, გეგმა სამწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევრო იქნება. „ფერისცვალების ტაძრისთვის პირველი ნაბიჯი არის სახურავის აღდგენა, ასევე სარაკეტო დარტყმის შემდეგ დარჩენილი კრატერის დახურვა. ამ სამუშაოს შესრულებას 2024 წლის ზამთრის დასაწყისში ვგეგმავთ. ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოყოფილია. მთლიანობაში ვგეგმავთ 2 მილიონი ევროს გამოყოფას ეკლესიის რესტავრაციისთვის,“ - განაცხადეს უწყებაში.   

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა. „რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა,“ - განაცხადა ოლეგ კიპერმა. ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.  

უკრაინამ ოდესის დიდი პორტებიდან საკონტეინერო გადაზიდვები განაახლა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩორნომორსკში, საზღვაო დერეფნით, ოდესის ერთ-ერთი დიდი პორტი პირველმა საკონტეინერო გემმა გაიარა. 4 აპრილს გემი კონსტანცაში გაემგზავრა. პირველი საკონტეინერო გემი (T Mare), რომელმაც უკრაინის დერეფანი გაიარა, პანამის დროშის ქვეშ მოძრაობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს არა სრულფასოვანი სპეციალიზე ბული ხომალდი, არამედ, მკვებავი გემია, რომელიც ახორციელებს ჩარტერულ რეისებს კონსტანცასა და ოდესის უდიდეს პორტებს შორის (ჩორნომორსკი, პივდენი და ოდესა - რედ.). საკონტეინერო ტრანსპორტი ადრე ოდესის ოლქის დუნაის პორტებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ დღეიდან მისი არეალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტში გაირკვა, რომ უკრაინის საზღვაო დერეფნის გასწვრივ, პირველი საკონტეინერო გადაზიდვა, შეიძლება, ორ-სამ კვირაში განხორციელებულიყო.