შაბათს ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კლინიაში გადაიყვანეს.
BBC-ის ცნობით, მას კარდიოსტიმულატორის იმპლამანტციისთვის მიზნით, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
სამედიცინო ცენტრის Sheba-ს ექიმების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
ნეთანიაჰუს ჰოსპიტალიზაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში სასამართლო სისტემის სადავო რეფორმას უნდა უყარონ კენჭი. რეფორმის წინააღმდეგ პროტესტებმა მთელი ისრაელი მოივცა.
ოპერაციის წინ ვიდეომიმართვისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს „შესანიშნავად“ გრძნობდა, მაგრამ თავისი ექიმების რჩევებს ისმენდა.
გასულ კვირას ის სავარაუდოდ, დეჰიტრაციის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს კვირას გაწერენ, თუმცა კვიპროსსა და თურქეთში დაგეგმილი ვიზიტების დრო შეიცვალა.