გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის ისტორიულ ცენტრზე და უახლოეს დღეებში გაგზავნის მისიას ქალაქში ზარალის წინასწარი შეფასებისთვის.
ორგანიზაციის განცხადებით, კულტურული ობიექტების განზრახ განადგურება შეიძლება, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, როგორც ამას ასევე აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭო - რომლის მუდმივი წევრიც არის რუსეთის ფედერაცია.
„იუნესკო ღრმად შეშფოთებულია და მკაცრად გმობს რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავხედურ თავდასხმას, რომელმაც დაარტყა რამდენიმე კულტურულ ობიექტს ოდესის ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „ოდესის ისტორიული ცენტრი“.
იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის შეფასებით, „ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა აღნიშნავს ძალადობის ესკალაციას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ.
იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.