უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებისგან დახმარების ახალი პაკეტების მომზადება დააანონსა. მისივე თქმი, ამ დახმარებას შორის იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო და შორი დისტანციის იარაღი.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მომავალი კვირისთვის. იქნება ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებლად გააძლიერებს უკრაინის დაცვას. მადლობას ვუხდი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომის ოპერატიულად მოწვევისთვის. ფაქტობრივად, გუშინდელი საუბრის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით თარიღზე - შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.
ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ, მხარდაჭერის პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისგან - ყველაფერს, რაც აახლოებს რუსი ტერორისტების დამარცხებას. მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მეტი არტილერია, მეტი დისტანციური იარაღი. ომის დასრულების რეცეპტი აშკარაა: ყველაფერი დამოკიდებულია ყველას ერთიანობასა და მონდომებაზე, ვინც აფასებს თავისუფლებას, კულტურას და სიცოცხლეს,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.