ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც ოდესაზე რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს და ფერიცვალების ისტორიული ტაძარი გაანადგურეს.
„თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან,“ - ამბობს მეუფე წერილში.
მისი თქმით, 2022 წლის 27 მაისს გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელმძღვანელობდა, მისი დაქვემდებარებიდან გადიოდა.
„დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა, მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან.“
„მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ აირჩია. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც მათი შვილებისადმი თქვენს „კურთხევას,“ - აღნიშნულია წერილში.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ომენტარი არ გაუკეთებიათ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ ცნობებზე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქზე თავდასხმა დაადასტურა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ტაძარი არ იყო მისი სამიზნე. სამხედრო დეპარტამენტში იმასაც ამტკიცებენ, რომ ფერიცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევის მიზეზი „უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოპერატორების გაუნათლებელი მოქმედებების“ შედეგად, საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნა გახდა.
23 ივლისის ღამით ოდესაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 19 და დაიღუპა ერთი ადამიანი. განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. ასევე დაზიანდა ათობით მანქანა. მრავალი შენობის სახურავი და ფასადი, ჩაიმსხვრა ფანჯრები.