უკრაინის მიერ ყირიმის ქალაქ ჯანკოიზე დღეს დილით, დრონებით განხორციელებული თავდასხმისას საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა.
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელმძღვანელი“, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 11 დრონი ჩაახშო და მოიგერია. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საბრძოლო მასალის საწყობზე დრონით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა თუ ის ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა გაანადგურა.