ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იგეგმება ევაკუაცია

რუსული მხარის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ანექსირებულ ყირიმზეც განხორციელდა. ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი აცცახებს, რომ 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.

მისივე ინფორმაციით, დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საწყობს. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის.

„ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული ომით.

ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავში დარტყმა მოხდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში," - განაცხადა აქსიონოვმა.

მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანკოის რაიონში, უახლოესი დასახლებების მოსახლეობის (5 კმ-ის რადიუსში) ევაკუაცია მოხდება.

„ტელეგრამ“ არხმა „ბაზამ“ გაავრცელა ვიდეო, რომლის თანახმად, სარკინიგზო მოძრაობა ჯანკოის რეგიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე შეჩერდა.