ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის.
Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება.
მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის.
Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.