თეგი: Twitter
მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა
Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკი Twitter-ის 9,2%-იან პასიურ წილს ფლობს. წილის ღირებულება პარასკევის დახურვის ფასით $2.89 მილიარდია. გამოცემა წერს, რომ პრემარკეტულ ვაჭრობაში Twitter-ის აქციების ფასი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა და აქციაზე $49 შეადგინა. მასკი Twitter-ის ხშირი მომხმარებელია და პლატფორმაზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, მისმა ზოგიერთმა ტვიტმა ბოლო წლების განმავლობაში Tesla-ს ხელმძღვანელს პრობლემები შეუქმნა. 50 წლის მასკმა გასულ თვეში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-მა უპასუხა, რომ არა, მასკმა იკითხა არსებობს თუ არა ახალი პლატფორმის საჭიროება და დასძინა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს. ასევე წაიკითხეთ ილონ მასკი: უკრაინაში Starlink-ი ჩაირთო
Twitter მომხმარებელს რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს აღარ ურჩევს
კომპანია Twitter-ში აცხადებენ, წაშლიან იმ ვიდეოჩანაწერებსა და ფოტოებს, სადაც ტყვეები არიან გამოსახული. ეს ეხება იმ ანგარიშებს, რომლებიც კავშირში არიან იმ მთავრობებთან და სახელმწიფოებთან. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, პირველ რიგში ეს ზომები რუსეთის ხელისუფლებაზე მოახდენს გავლენას, რადგან ახალი წესის მიხედვით, რუსული სამთავრობო მედიის ანგარიშები არ გამოჩნდება მომხმარებლის კედელზე, არც ძიებისას ან "აღმოჩენის" ფუნქციის გამოყენებისას. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ეს დააზარალებს რუსეთის მთავრობის 300-ზე მეტ ანგარიშს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ი ცენზურაში დაადანაშაულა. კერძოდ კომპანიამ ინგლისურენოვანი შეტყობინება დამალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე. სადაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური თეზისები იყო განთავსებული.
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა
Twitter-ის მმართველი საბჭო სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა. პოტენციური გარიგება $Twitter-ის 44 მილიარდად გაყიდვას გულისხმობს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა მაშინ უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებდა. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა. „მე მინდა, Twitter-ი გავხადო უკეთესი, პროდუქტის ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია კოდის გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით. „ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ილონ მასკი. მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას.
$43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას განიხილავს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებს. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა.
ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა
ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ცოტა ხნის წინ თავად მასკმა Twitter-ზე დაწერა: „ჩიტი გათავისუფლდა“, რაც ასევე გარიგების დასრულებაზე მიუთითებს. მასკს პარასკევამდე უნდა დაესრულებინა Twitter-ის შესყიდვის $44 მილიარდიანი გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კომპანიასთან სამართალწარმოების დაწყება მოუწევდა. მასკმა დაიპყრო Twitter-ი, როდესაც ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, სან-ფრანცისკოში კომპანიის სათაო ოფისი დატოვეს. იტყობინება CNBC. მანამდე, 2022 წლის აპრილში გაირკვა, რომ მასკი Twitter-ს, $44 მილიარდად ყიდულობდა, შემდეგ კი გარიგების გაუქმება გადაწყვიტა. მოგვიანებით, მასკმა განაცხადა, რომ მას შეუძლია განაახლოს ხელშეკრულება Twitter-ის შესაძენად, თუ კომპანია სოციალურ ქსელში ანგარიშების ავთენტურობას დაადასტურებს. Twitter-მა მასკს გარიგების დასრულებუს მიზმნით, სასამართლოშუ უჩივლა. დელავერის (აშშ) სასამართლომ, საქმის დაჩქარებული განხილვა გადაწყვიტა.
ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა
„ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
Twitter-ის გაყიდვისთანავე ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელის ბეტა ვერსია გამოუშვა
Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ახალი სოციალური ქსელი - Bluesky Social-ი შექმნა. ვიდრე ქსელი ბეტა ვერსიას ამუშავებს, დორსი პროექტისთვის დეველოპერებს ეძებს. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა Bluesky Social-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, ანგარიშები სხვა სოციალური ქსელებიდანაც გადაიტანონ, აღნიშნავს Business Insider-ი. Bluesky Social-ი სხვა სოციალური ქსელებისგან საკუთარი AT პროტოკოლის ალგორითმის და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით განსხვავდება. ჯეკ დორსი აღნიშნავს, რომ მისი ახალი პროექტი კონკურენციას ყველა არსებულ სოციალურ ქსელს გაუწევს. ჯეკ დორსმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. 2021 წლის ნოემბერში დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა
მილიარდერმა და Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, წლიურ ხარჯები ღრუბლოვანი სერვისებისა და დამატებითი სერვერის სივრცის შემცირებით, $1 მილიარდზე მეტი დაზოგოს. „კომპანია მიზნად ისახავს, რომ დღეში დანაზოგმა $3 მილიონი შეადგინოს“, - წერს Reuters. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეუქმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა
ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა. ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. „ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო. შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
Twitter-ს შესაძლოა, ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს
სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, გამოდის შემოთავზებით, რომ სოციალურ ქსელს ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მასკის თქმით, მაგალითად, თუ მომხმარებელი გადაიხდის $8 სოციალური ქსელის გამოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ის ავტომატურად წევრიანდება პლატფორმის „ავტორიზებული გადახდის სისტემაში“. მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა მისივე თქმით, მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეძლებენ სისტემიდან გამოსვლას და სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშიდან თანხის ამოღებას, იმ შემთხვევაში თუ Twitter-ის ანგარიში, საბანკო ანგარიშს დაუკავშირეს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს
მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს. ბალენსიაგა პირველი კომპანიაა, რომელმაც Twitter-ზე ანგარიში გააუქმა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი გახდა. მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა როგორც გამოცემა Business of Fashion-ი წერს, ცნობილმა ბრენდმა Twitter-ზე საკუთარი გვერდი წაშალა, რითაც სოციალურ ქსელებთან მიმართებით, ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა. ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ილონ მასკის თქმით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. ამის შესახებ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა. მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. Twitter-ის მომხმარებლებმა ტრამპის ანგარიშის აღდგენას მხარი დაუჭირეს. მასკის თქმით, Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა ხმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში 2021 წელს, ძალადობის წაქეზების რისკის გამო დაიბლოკა. მედია წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, Twitter-ზე არ დაბრუნდეს, ადრე განაცხადა, რომ საამისოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.
ტრამპი Twitter-ზე დაბრუნებას აღარ გეგმავს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს. პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა. ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია. „ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა. მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.
მედია: მსოფლიო ბრენდები, მასკის გამო Twitter-თან სარეკლამო პარტნიორობას აჩერებენ
მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმაTwitter-ზე რეკლამის მოცულობა შეამცირა ან მიატოვა, მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა. რეკლამის განმთავსებლები ჩივიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი ქაოსშია მას შემდეგ, რაც მასკმა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლები გაათავისუფლა. FT-ის ცნობით, მასკი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ბრენდის მფლობელებზე, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამა შეამცირეს ან საერთოდ უარი თქვეს. Media Matters-ის ინფორმაცია მიუთითებს, რომ 100 საუკეთესო რეკლამის განმთავსებლიდან 50-მა, Twitter-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა ან პარტნიორობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი შეისყიდა.
Twitter-ი 1,5 მილიარდ არააქტიურ ანგარიშს წაშლის
Twitter 1,5 მილიარდი არააქტიური ანგარიშის წაშლას აპირებს. ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმის ახალმა მფლობელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა. საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც არ შეიცავს „ტვიტებს“ და არც წლების განმავლობაში გამოუყენებია ვინმეს. Twitter-ში პოზიციის დაკავების შემდეგ, მასკი სწრაფ და საკამათო ცვლილებებს ახორციელებს, მათ შორის იგულისხმება თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობის შეწყვეტა და მუშახელის განახევრება.
მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს
Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. გამოკითხვის დასრულებამდე 5 საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს. Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი
Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ის დატოვებს პოსტს, როდესაც „საკმაოდ სულელ" შემცვლელს იპოვის, ვინც ამ თანამდბობაზე მუშაობას დათანხმდება. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს „მე დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი სულელს, რომელიც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას. ამის შემდეგ მხოლოდ კოდებთან და სერვერებთან ვიმუშავებ“, - დაწერა მასკმა Twitter-ზე. მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებდა, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
გერმანიის ხელისუფლება Twitter-ზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო, ხელისუფლებას მოუწოდებს Twitter-ის მოკლე შეტყობინებების სერვისის წესების გამკაცრება განიხილოს. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა სოციალურ ქსელებში Twitter-ზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ დაწერა. მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პლატფორმის მფლობელი მილიარდერი ილონ მასკი გახდა. „ტვიტერის პლატფორმის წესების მკვეთრი ცვლილებები და თვითნებური გამოყენება ქმნის რისკებს“, - წერს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში. მისივე თქმით, Twitter-ის გამოყენების წესების სწრაფი ცვლილება და ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვა, თავისუფალ სიტყვას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა
წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები 68%-ით დაეცა, რის შედეგადაც, კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დაახლოებით, $140 მილიარდი დაკარგა. ამის მიუხედავად, მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად რჩება. Businessinsider-ის ინფორმაციით, მასკის ქონება მიმდინარე წლის დასაწყისში 300 მილიარდი დოლარი იყო და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერობდა, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტი, მათ შორის Tesla-ს აქციების ვარდნის გამო დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2022 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $130 მილიარდს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულის ნახევარზე ნაკლებია. ოქტომბრის ბოლოს მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად იყიდა, რის შემდეგაც, Tesla-ს აქციების ფასი 50%-ით შემცირდა. Bloomberg-ის თანახმად, მასკის ყველაზე ძვირფასი აქტივია SpaceX. მისი წილი ამ კომპანიაში დაახლოებით 47 მილიარდი დოლარია. მასკის წილი Tesla-ში დღემდე დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. Twitter, მასკის შემდეგი ყველაზე ძვირფასი აქტივი, Bloomberg-ის მიერ 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მასკი ასევე ფლობს წილს The Boring Company-ში, რომელიც Bloomberg-მა 3,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამ შეფასებით, გამოდის, რომ მასკის ქონება დაახლოებით $138,3 მილიარდი უნდა იყოს. ცნობისთვის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის, ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარდ არნო პირველ ადგილზეა.
ჰაკერებმა Twitter-ის 200 მლნ-ზე მეტი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს - Reuters
ჰაკერებმა Twitter-ის 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოიპარეს და ჰაკერების ონლაინ ფორუმზე გამოაქვეყნეს. Reuter-ის ცნობით, ამის შესახებ უსაფრთხოების მკვლევარმა განუცხადა. ალან გალის თქმით, ამ დარღვევამ შეიძლება, მრავალი ასეთი თავდასხმა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება გამოიწვიოს. „თავდასხმა შესაძლოა, ჯერ კიდევ 2021 წელს მომხდარიყო, ვიდრე ილონ მასკი კომპანიის მფლობელი გახდებოდა, - წერს Reuters-ი.
CNBC: მასკის მისვლის შემდეგ Twitter-ი თანამშრომლების 80%-მა დატოვა
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებლისა და მფლობელის ილონ მასკის Twitter-ში მისვლის შემდეგ კომპანია თანამშრომლების 80%-მა დატოვა. კომპანიის პერსონალი დაახლოებით 1300 თანამშრომელამდე შემცირდა, რომელთაგან 550-ზე ნაკლები სრულ განაკვეთზეა. ამის შესახებ CNBC იუწყება. სანამ მასკი შეუერთდებოდა, კომპანიაში დაახლოებით 7500 ადამიანი იყო დასაქმებული. CNBC-ის მიერ მოძიებული კომპანიის შიდა დოკუმენტების მიხედვით, ახლა თანამშრომლების რიცხვი 1,3 ათასამდე შემცირდა, აქედან 75 შვებულებაშია. ინჟინრის თქმით, რომელმაც კომპანია დატოვა, თანამშრომლების დაკარგვა და პერსონალის შემცირება გაართულებს სერვისის საიმედოდ შენარჩუნებას და ახალი ფუნქციების შექმნას. მან განმარტა, რომ კომპანიის კოდების ბაზა უზარმაზარია და მოითხოვს სხვადასხვა პლატფორმებისა და პროგრამირების ენების ცოდნას Twitter-ის სხვადასხვა ნაწილის მხარდასაჭერად, როგორიცაა სარეკლამო სერვისები და ძირითადი ვადები. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
Meta Twitter-ის მსგავს პლატფორმას უშვებს
Meta მიკრობლოგის აპის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. Threads-ი ქსელში სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩაეშვება. Reuters-მა Meta-ს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. სიახლეს Meta-სგან წინ უძღვის მისი კონკურენტის განცხადება, რომლის თანახმად, Twitter-ი გარკვეულ შეზღუდვებს ნერგავს. მასკის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.
მარკ ცუკერბერგმა Threads-ის ჩაშვების დღეს, 11 წლის განმავლობაში პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა
მარკ ცუკერბერგმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა. pic.twitter.com/MbMxUWiQgp — Mark Zuckerberg (@finkd) July 6, 2023 ცუკერბერგის „ტვიტი“ გამოჩნდა იმ დღეს, როდესაც Meta Platforms Inc.-ის დამფუძნებელმა, Twitter-ის კონკურენტი შექმნა და ქსელში უკვე ჩაუშვა.
Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს
Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა და კომპანია კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა. „კონკურენცია კარგია, მოტყუება არა,“ - დაწერა თავის მხრივ, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
Twitter-ს სახელი გადაერქმევა და ახალი ლოგო ექნება
ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის. Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება. მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის. Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა
მასკის თქმით, Twitter-ით სარგებლობა ფასიანი იქნება
ილონ მასკმა განაცხადა, რომ X, მანამდე ცნობილი როგორც Twitter-ი, აპირებს, რომ სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებლებისთვის მცირე ყოველთვიური გადასახადი დააწესოს, რათა „ბოტების დიდი არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს.“ Twitter-ის ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რომელსაც ახლა X Premium ჰქვია, ამჟამად აშშ-ში თვეში 8 დოლარი ღირს. მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა. წელს კომპანიას სახელი შეუცვალა და X დაარქვა.