რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდება

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ის ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა.

ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.