ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდი ევრო გამოყო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ მკაცრად გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულის საცავებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ არის მიმართული.

„რადგან რუსეთი ამ დაუნდობელ ომს აგრძელებს, შესაბამისად, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. დღეს ჩვენ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.