რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში.
სამინისტროს მტკიცებით, კორვეტს უკრაინის არმია დაესხა თავს და რომ თავდასხმაში მონაწილე ორივე დრონი განადგურდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„სერგეი კოტოვი" რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი უახლესი გემია, რომლის მშენებლობა 2016 წელს, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში დაიწყო და ფლოტს 2022 წლის ივლისში, დაგეგმილზე ოთხი წლით გვიან გადაეცა, რადგან სამქცირების გამო საჭირო გახდა გემების მთავარი ენერგეტიკული დანადგარის შემცვლელის იმპორტირება.