ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, ოფიციალური მიზეზები დასახელებული არ არის.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.