ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე სატვირთო გემი იწვის

პანამაში რეგისტრირებულ სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა ნიდერლანდების ჩრდილოეთ სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის  სანაპირო დაცვამ განაცხადა.

გემი კუნძულ ამლენდიდან ჩრდილოეთით 27 კმ-ში, დედაქალაქ ამსტერდამიდან დაახლოებით 180 კმ-ში მიდიოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ხანძრის წყარო ელექტრომობილი იყო. სატვირთო გემს გერმანიიდან ეგვიპტეში 2857 მანქანა, მათგან 25 ელექტროავტომობილი გადაჰყავდა.


ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა. ევაკუაცია ნიდერლანდების ახლომდებარედ, პორტ ლაუვერსოგში განხორციელდა, მას შემდეგ, რაც ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ცეცხლმოკიდებული გემის მახლობლად სასწრაფო დახმარების სამსახურები კვლავ იმყოფებიან.