ჩეხეთი მოსკოვს: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს და არ ვახდენთ ოკუპაციას, დატოვეთ უკრაინა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსოფობიაზე“ რუსეთის ფედერაციის განცხადებას მკაცრი ტონით პასუხობს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის ქრონიკული პრობლემები: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს და არ ვახდენთ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. დატოვეთ უკრაინა", - უპასუხა ჩეხეთის საგარეო უწყებამ რუსეთს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს, რომლის გადაჭრასაც არ აპირებს.“

მოსკოვის თანახმად, ჩეხეთი „რუსოფობიურ“ და „დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკას“ ატარებს.