ჩეხეთმა ამერიკული ვერტმფრენები მიიღო

სატრანსპორტო თვითმფრინავი პირველი ორი ახალი ვერტმფრენით აშშ-დან ჩეხეთის ბაზაზე დაეშვა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Novinky წერს.

ამერიკულმა ვერტმფრენებმა რუსული Mi უნდა ჩაანაცვლონ, რომელთა ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას გადასცა.

შეკეთილი 12 ვერტმფრენის გარდა, ჩეხეთი დამატებით, კომპენსაციის სახით მიიღებს კიდევ რვა შედარებით ძველ ვერტმფრენს.

ჩეხმა პილოტებმა ამერიკულ თვითმფრინავებზე შვიდთვიანი სწავლება უკვე დაასრულეს.