უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსმა, ვასილი მალიუკმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდზე, 2022 წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში.
„ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ...“ - ამბობს მალიუკი.
მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.