Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.
მისივე თანახმად, ტერორისტული საფრთხე ხუთქულიანი სისტემიდან, სამ ქულამდე ფასდება.
შვედეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, „ქვეყანა აწყდება თავდასხმების მუდმივ მუქარებს, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ.“
შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრ, კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ „შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება.”
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწვას,” - ნათქვამია განცხადებაში.
სტოქჰოლმის შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, შვედეთის იმიჯი შეცვალონ და წარმოაჩინონ ის, როგორც „ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა,“ სადაც მუსლიმებზე თავდასხმები თითქოს, სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა, სპეციალურმა სამსახურებმა გაიტაცონ.“