აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
შესაბამისი ვიდეო კითხვის ავტორმა Twitter-ზე განათავსა.
„მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში," - განაცხადა ვედანტ პატელმა.
უფრო ადრე გაავრცელა განცხადება ამერიკის საელჩომ და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.