ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პრაღა კომპენსაციის სახით, 2,44 მილიონი აშშ დოლარს მოითხოვს.

მაისში, ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ გააუქმა 1970-იან და 1980-იანი წლების ბრძანებები, რომლებიც მიღებული იყო ქვეყნის მაშინდელი კომუნისტური მმართველების მიერ, რომლითაც რუსეთს ათობით მიწის ნაკვეთის უფასოდ გამოყენების უფლებას აძლევდა.


„რუსეთს ამიერიდან მოუწევს ნაკვეთებისთვის იჯარის გადახდა“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სარჩელი პრაღის სასამართლოში შეიტანეს.


ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრაღამ, 2021 წელს, რუსული დაზვერვის აგენტები 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებებთან კავშირში დაადანაშაულა.

გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის გამო, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა.