სახელმწიფო დეპარტამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანს და მის გუნდს. ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ ქვეყანაში კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიული მომავლის მისაღწევად.
„ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში ჩვენს საელჩოში თავდადებული არიან იმისთვის, რომ იმუშაონ ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად.
საელჩო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ მუშაობს ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთმანეთის მხარდამხარ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება,“ - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის ხმას.
- ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში