იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. Kyodo News-ის ცნობით, სამი F-15 და ორი F-2-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან და ორიც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალებიდან, წვრთნას შაბათამდე ჩაატარებენ. მანევრები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ცაზე ნიუტაბარუს საჰაერო ბაზის მახლობლად, მიაძაკის პრეფექტურაში შესრულდება.
სწავლება ტარდება მას შემდეგ, რაც საფრანგეთი და NATO-ს სხვა წევრები ტოკიოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ.
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.