სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს CSTO-ს ქვეყნების სამაშველო ქვედანაყოფების მონაწილეობით დაგეგმილ სპეციალურ წვრთნებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბელორუსში გაიმართება.
„სომხეთის მონაწილეობა The Rock-2023-ის («Скала-2023») წვრთნებში არ არის გათვალისწინებული,“ - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მისივე თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი „შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული დატვირთვაა.“
სწავლება - The Rock-2023 პირველიდან 6 სექტემბრამდე. სწავლების თემა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაა.