„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას,“ - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც საქართველსა და შტატებს შორის მეგობრულ კავშირებს ეხება.
„აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც ორივე ქვეყანას აძლიერებს. სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობა ეხმარება ქართველებს უკეთესი ცხოვრების შექმნასა და თავიანთი თემების განვითარებაში, USAID-ს წვლილი შეაქვს საქართველოსთვის აყვავებული, დემოკრატიული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - ამბობს სამანტა პაუერი.