თეგი: USAID
კელი დეგნანი მოსამართლეებს შეხვდა
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე. „ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას. ამავე თემაზე საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID ახალ პროგრამას იწყებს
USAID: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ
USAID-ის მიერ განხორციელებული ტრენინგი, რომელიც 200-მდე მოსამართლეს ჩაუტარდა, მოიცავდა როგორც ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსში არსებულ სამართლებრივ საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის შესაბამის ასპექტებს. „ჩვენი ძალისხმევა საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა იანვარში დაიწყო. ასევე წაიკითხეთ USAID: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია ექსკლუზივი: USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და კანონის უზენაესობას
USAID: ახალი მთავრობათაშორისი შეთანხმება ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში
USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერება ხელი. USAID-ის ცნობით, ღონისძიება ხვალ, 28 ივნისს, 17:30-ზე არტ მუზეუმში გაიმართება. „USAID-სა და სახალხო დამცველს შორის ეს პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს, გააფართოოს თავისი საქმიანობა რეგიონებშიც. ამასთანავე, ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის ოფისს, აღმოაჩინოს და რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მთელ ქვეყანაში“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა და პრესისთვის კომენტარს გააკეთებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
USAID-ი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი) საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებ, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook გვერდზე განთავსდა. „მაღალი ხარისხის მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის - და დემოკრატიისთვის! სწორედ ამიტომ, 20 წლის განმავლობაში USAID-ი იყო წამყვანი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და დღეს ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. 10 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მხარს დაუჭერს მაღალი ხარისხის მედიის და საინფორმაციო სივრცის განვითარებას. ხუთწლიანი პროგრამა იმუშავებს მედიასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმუშავებს ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან, კორესპონდენტებთან რათა მათ დროულად და ეთიკური სტანდარტების დაცვით გაგაცნონ ახალი ამბები და საინტერესო ინფორმაცია. USAID-ის ახალი მედია პროგრამა განხორციელდება IREX-თან პარტნიორობით“, - ნათქვამია USAID-ის ინფორმქაციაში.
აშშ უკრაინის მთავრობას $4.5 მილიარდს გამოუყოფს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებები დააკმაყოფილოს. პირველ ტრანშს, 3 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინა მიმდინარე თვეს მიიღებს. მათ შორის, პენსიების, სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის ხარჯების გადასახდელებს, დაიფარება პენსიები, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები, საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯები. ასევე, უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას. უკრაინისთვის გამოყოფილი წინა ტრანშები ივნისში 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ივლისში - 1,7 მილიარდს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის ბიუჯეტის ჯამური მხარდაჭერა აშშ-სგან $8,5 მილიარდი იქნება.
USAID-მა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა. „სწავლა სიბერემდეო“ ვამბობთ ხოლმე და ვგულისხმობთ უწყვეტ განვითარებას სკოლის დამთარების შემდეგ. USAID ამ ბრძნულ მოსაზრებას იზიარებს და სწორედ ამიტომ, აქ, საქართველოში, დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ საქართველოს განათლების სისტემის მუდმივ მხარდაჭერას დაწყებითი საფეხურიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით. USAID მხარს უჭერს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში; ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდითა და ტექნოლოგიების აქტიურად ინტეგრირებით; აძლიერებს იურიდიულ და მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხარისხს უმაღლეს სასწავლებლებში; შეიმუშავებს და ახორციელებს კერძო სექტორთან ერთად შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ პროფესიულ პროგრამებს. მოუთმენლად ველით მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი მიღწევებს და წარმატებებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მისივე ცნობით, სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.
საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი იქნება
საქართველოში USAID-ის მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჯონ პენელის ფიცის დადების ცერემონია უკვე გაიმართა. ჯონ პენელმა აღნიშნა რომ მოხარულია, გააგრძელოს მუშაობა საქართველოში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონული სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა, აღნიშნული მიმართულების გააქტიურების მიმართულებით. ჯონ პენელმა ამ თანამდებობაზე პიტერ ვებლერი შეცვალა. ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.
USAID - გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ გზამკვლევი - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, მითითებებს მოიცავს. ტექსტში აღნიშნულია, რომ USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. ორგანიზაციაზე დაყრდნობით გზამკვლევში ნათქვამია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში, მათივე განმარტებით, ეს სახელმძღვანელო არის რესურსი USAID-ის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ „მძიმე კორუფციის ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“, განსაკუთრებით მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები ხსნიან შესაძლებლობების ფანჯრებს რეფორმებისთვის. „ის ასევე მიზნად ისახავს დღის წესრიგის დადგენას დონორთა ფართო საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, მეცნიერებისა და სხვა ექსპერტებისთვის, რომლებიც ორიენტირებულები არიან კლეპტოკრატიისა და სტრატეგიული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის შორსმიმავალი რეფორმა, რამაც გამოიწვია მექრთამეობის მკვეთრი შემცირება. 2004 წელს, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციას, კანონმდებლობის მიღებას, კორუმპირებულ ყოფილ თანამდებობის პირების დაკავებას და მითვისებული ქონების კონფისკაციას - ფართო კამპანია, რამაც გამოიწვია მექრთამეობის 80 პროცენტით შემცირება 2005 წლისთვის. „უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და საქართველოს „ვარდების რევოლუცია“ დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყანის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ეს გზამკვლევი სახელმძღვანელო რესურსია USAID-ის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც „კორუფციის მძიმე ხაფანგში გაბმულ ქვეყნებში“ მუშაობენ, „განსაკუთრებით კი მათთვის, ვისი გაბედული მოქალაქეები შესაძლებლობების ფანჯრებს ხსნიან რეფორმებისთვის“, - განმარტებულია დოკუმენტში.
კელი დეგნანი: სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო
სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „დღეს მქონდა კარგი შესაძლებლობა, მოვსულიყავი პარლამენტში USAID-ის მისიის ახალ დირექტორთან ჯონ პენელთან ერთად. ჩვენ გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოში USAID-ის თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე მრავალ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, საბაზისო თუ პროფესიული განათლება, ინდუსტრიაზე ორიენტირებული უნარების განვითარება და, რა თქმა უნდა, დემოკრატია, მმართველობა. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ბევრი კარგი სამუშაო შევასრულეთ პარლამენტთან ერთად მისი საზედამხედველო შესაძლებლობების განვითარების, მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებლობის შემუშავებაში დახმარების, ასევე, საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით. ამრიგად, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, წარგვედგინა USAID-ის მისიის ახალი დირექტორი. როგორც სპიკერმა თავად აღნიშნა, მან კარიერის დიდი ნაწილი დაუთმო განვითარების სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენთვის სასარგებლო იყო, გაგვეცვალა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვთ სამოქალაქო საზოგადოებას და განვითარების ორგანიზაციებს ნებისმიერი მთავრობისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ გვაქვს ასეთი ხანგრძლივი პარტნიორობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა, განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რამდენად კრიტიკულ როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არის არაკომფორტული, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის მუშაობა, ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული. ვფიქრობ, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ძალიან პროფესიონალი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამას აკეთებს - იქნება ეს გარემოს დაცვა, კლიმატურ ცვლილებებთან, გამონაბოლქვთან ბრძოლა, დასაქმებულების, უფლებების დასაცავად რეგულაციების შემუშავების დახმარება. სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს ბევრ სექტორში და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაფასოთ მათ მიერ ყოველდღიურად შესრულებული კარგი სამუშაო“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა
„საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. ამ უკანასკნელ ხანებში აქტიური მედია კამპანიაა გაჩაღებული საქართველოში აშშ-ის საქმიანობის წინააღმდეგ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი კრიტიკა არამხოლოდ მმართველი უმრავლესობისგან მოდის, არამედ რუსული და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პროპაგანდის ელემენტებს იმეორებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? როგორია თქვენი რეაქცია?ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა USAID-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა. „ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ უკვე მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ადამიანს აქ, თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში. ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ – პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს. ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ის, რაც ჩვენ ხალხისგან გვესმის, აშკარად ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებებს. მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს. უნდა გითხრათ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის, ბიზნეს სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე 30 წელია, ვმუშაობთ და ყურადღებით ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და თვალი გვიჭირავს მის შედეგებზეც. შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა დაწყებითი სკოლებისთვის, ხელი შევუწყეთ მოსამართლეთა გადამზადებას, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ამ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებთ და ყველაფერს რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ვაკეთებთ. ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო, თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის“, - ამბობს ჯონ პენელი. საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი იქნება ჯონ პენელმა ამ თანამდებობაზე პიტერ ვებლერი შეცვალა. ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.
USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. civil.ge: ჩვენც ვაშუქებთ მმართველი პარტიის კამპანიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. ეს კამპანია იგება ისეთი ფრაზების გარშემო, როგორებიცაა “მდიდარი ენჯეოები”, “ენჯეოების არაგამჭვირვალე კლანი” და “აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ენჯეოები”. USAID უკვე წლებია თავისი პროექტების მეშვეობით პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ნება მომეცით გკითხოთ, რა მიზნით აკეთებს USAID-ი ამას, რა შედეგებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ დონორებმა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები გაგრძელდება? ჯონ პენელი: რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. USAID-ში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე. ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არასამთავრობოების მუშაობის დასასურათებლად: ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ბავშვებს სკოლებში ჩარიცხვაში ეხმარება, როცა მათ გარკვეული იურიდიული ბარიერები ეღობებათ წინ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა დაკარგა, მამამისი კი რუსეთის მოქალაქე იყო და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ბებიას უნდოდა, ბავშვზე მეურვეობა აეღო, თუმცა სამართლებრივი პროცედურების დასრულება გაჭიანურდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავდა, მეურვეობის საკითხის გადაჭრასაც მიაღწია და იმასაც, რომ ამ ბავშვს სკოლაში მიყვანაზე პრობლემები არ შექმნოდა – ახლა ის ბებიასთან ცხოვრობს და სკოლაში დადის. ასეთი საქმეების კეთების გამოა სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამიტომაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც.
ჯონ პენელი: ძალიან გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში
„სამწუხაროდ, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც. ძალიან გვინდა, დავეხმაროთ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს - ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ. სხვა მასალები ამავე ინტერვიუდან: USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ რთული ვითარებაა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე რაიონებშიც. ჩვენი დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია მიიღოს, რაც სხვაგვარად მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, რომ მათ გარშემო დიდია რუსული მედიისა და დეზინფორმაციის გავლენა. რამდენიმე კვირის წინ, მონაწილეობა მივიღე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ კონკურსში. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ასეთ კონკურსს ვატარებთ. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია არამხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, არამედ საქართველოში მედია წიგნიერების გაუმჯობესების მიზნითაც. ეს კონკურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავისი გამოცდილება და პროდუქტები საერთაშორისო მომხმარებელსაც გააცნონ და ეგებ შემოსავლის ახალი წყაროც გაიჩინონ, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტებს, მონაცემთა ბაზებს, ინფორმაციის აგრეგატორებს. ამ მიმართულებით საქართველში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ“, - ამბობს ჯონ პენელი.
ჯონ პენელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერასთან ერთად, ვაგრძელებთ უფრო პოლიტიკურ სფეროში, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერასაც. ძალიან ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით ორივე ამ ინსტიტუტთან. სახალხო დამცველის აპარატთან და მის გუნდთან რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მათი დამოუკიდებული ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. ისინი უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა პრობლემაზე რეაგირების კუთხით და ცდილობენ, ეს კიდევ უფრო ოპერატიულად და სწრაფად გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც ვიცით, მათ ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევხვდებით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ბოლო, ათწლეულის განმავლობაში გავწიეთ. სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად, ისინიც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებენ, ოღონდ სახელმწიფო სახსრების მართვისა და განკარგვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრობლობას, მიხარია, რომ აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და მოუთმენლად ველით ამ ძალისხმევის გაგრძელებას“, - ამბობს ჯონ პენელი.
USAID იწყებს 5-წლიან პროგრამას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრებლების დასაქმებას შეუწყობს ხელს
USAID იწყებს პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას USAID: ხელს ვუწყობთ საქართველოს, გახდეს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიმართ ერთგულებას აშშ საქართველოში ხუთწლიან პროგარამას იწყებს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ცნობით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ხელს შეუწყობს ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. „ხვალ ვიწყებთ ახალ, ხუთწლიან USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. „USAID-ის დაფინანსება გააძლიერებს 90-ზე მეტ თემს. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, გამოსცადოს თავი ყველა სექტორში, დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების პოვნაში, საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში, მაგალითად, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. აშშ-ს მთავრობა 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. USAID ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პარტნიორობა ხელს უწყობს ინკლუზიურ, მდგრად განვითარებას და კერძო სექტორის საშუალებით მოსახლეობისათვის დივერსიფიცირებული დასაქმების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია USAD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროგრამის გახსნის შესახებ ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიი, საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, გუბერნატორი მიხეილ შაკულაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელი პარტნიორობის პერიოდში, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში.
საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე იზრდება, USAID-მა ქართულ კომპანიასთან დოკუმენტი გააფორმა
USAID-მა და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის წერილს, რომლის საფუძველზეც საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე გაიზრდება, კერძოდ, გორში 5 მეგავატი მზის სიმძლავრე დაემატება. „USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში. პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში. „განახლებადი და სუფთა ენერგია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საქმეში. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის, ბიზნესების, საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან“, - აღნიშნა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა. ამერიკული მხარის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში USAID მხარს უჭერდა საქართველოში სუფთა, განახლებადი, საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის განვითარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აყვავებული და უსაფრთხო საქართველოსთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, - აცხადებს USAID-ი.
USAID: სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა, საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია
სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. „USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს USAID-ის სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენელი იყო 120 მეწარმე ქალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. USAID-ის პროგრამები ასობით მეწარმე ქალს უზრუნველყოფს დაფინანსებით, ტრენინგებით და საჭირო კავშირებით იმ კომპანიებთან, ვინც მხარს დაუჭერს პროდუქცის რეალიზებაში ან განახორციელებენ ინვესტიციებს მათ ბიზნესში. USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს მთელ მსოფლიოში, რადგან მათ გაძლიერებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მედეგია, თუ საზოგადოების ყველა წევრი აქტიურადაა მასში ჩართული. ეს ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისაც, რადგან როცა ქალები აქტიურობენ ეკონომიკაში, ისინი დემოკრატიულ პროცესებშიც მეტად ერთვებიან, რაც დადებითად აისახება ქვეყანის მდგომარეობაზე. სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია“, - აღნიშნავს USAID.
USAID-ის მისიის დირექტორი: USAID მხარს უჭერს საქართველოს, რომელიც გვინდა, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი აცხადებს, რომ USAID მხარს უჭერს საქართველოს, რათა იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს. „ეს წელი მარტივი არ იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, უკრაინისთვის. USAID დგას უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით. USAID მხარს უჭერს საქართველოსაც, რომელიც გვინდა, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული და თავისუფალი ქვეყანა. წელს საქართველოსთვის USAID-ის პარტნიორბით შეიქმნა 2000-მდე სამუშაო ადგილი, ბიზნესებმა გაყიდვებით 90 მილიონი დოლარის გენერირება მოახდინეს. საქართველო როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი, გავაცანით 20 მილიონზე მეტ პოტენციურ ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. სუფთა, განახლებადი ენერგიის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობით USAID მუშაობდა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. USAID-მა დაიწყო რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გავლევს, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა განათლების, დემოკრატიის და ეკონომიკის მიმართულებით. დაე, ახალმა წელმა ბედნიერება მოუტანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს. USAID 2023 წელსაც გააგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან“.
ცესკო-ს თავმჯდომარემ და USAID-ის მისიის დირექტორმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს, მის მოადგილეს ლისა კოვაკსა და ორგანიზაციის პოლიტიკურ ოფიცერს გივი ტიბანელს შეხვდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევები და საჭიროებები, ასევე 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ცესკო-ს თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ აქტივობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. „საარჩევნო ადმინისტრაციას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). დღევანდელ შეხვედრაზე მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და პერსპექტივებზე. ვფიქრობ, საარჩევნო რეფორმის აღსრულების ჭრილში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება. ჩართული მხარეებისა და განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენს ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც თავისთავად სასიკეთოდ აისახება საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
USAID: ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ, საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო
აშშ საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მუშაობს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო. ამის შესახებ საუბარია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში, რომელიც მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრას ასახავს. მისივე თაბახმად, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაქიი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის პარტნიორობა საქართველოს ხალხთან. „USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საქართველოს მოსახლეობასთან. ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
USAID აცხადებს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID ხელს უწყობს ინვესტორებისა და მთავრობის თანამშრომლობას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID-მა დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იუწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-მა შეკრიბა განახლებადი ენერგიის დეველოპერები და ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, რათა ერთობლივად განეხილათ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიები და მიდგომები. პოტენციური ინვესტორების დისკუსია ოფიციალურად გახსნეს USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ. „USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოების მიზნით. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სტაბილური და ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელსაც გამოიყენებს როგორც მოსახლეობა, ასევე მრეწველობა. USAID პრიორიტეტს ანიჭებს განახლებადი ენერგიის წარმოებას საქართველოში, რაც ქვეყანას ხდის უფრო ძლიერ და უსაფრთხო პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა. პოტენციურ ინვესტორებთან დისკუსიები ორიენტირებული იყო განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების მიმდინარე დაფინანსების რესურსებზე და დაფინანსებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ინსტიტუციურ პერსპექტივაზე. მონაწილეები გაეცნენ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიებისა და მიდგომების ფართო სპექტრს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების უზრუნველსაყოფად ფართოდ გამოყენებული კორპორატიული ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაც. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციური კრედიტორების და მიდგომების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ დეველოპერები, რათა განახლებადი ენერგიის პროექტები გახდეს მიმზიდველი საბანკო სექტორისთვის და მისაღები დაფინანსებისთვის“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
USAID: ვამაყობთ, რომ 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დავუჭირეთ მხარი დაფინანსების მოპოვებაში
USAID ამაყობს, რომ დღემდე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაუჭირა მხარი დაფინანსების მოპოვებაში. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო ავრცელებს. „USAID ამაყობს, რომ მხარს უჭერს ახალგაზრდა ქალ მეწარმეებს, დააფუძნონ და წარმატებით მართონ საკუთარი ბიზნესები. მათი პროდუქტების ნახვა შესაძლებელია, როგორც მეწარმეთა ბაზრობებზე და სავაჭრო ცენტრებში, ასევე ონლაინ მაღაზიებში და საზღვარგარეთაც კი. გასულ კვირას, USAID-მა ახალგაზრდა მეწარმეების ტრენინგის დასკვნითი რაუნდი ჩაატარა. ტრენინგის მსვლელობისას, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერების და ბიზნეს გეგმის შემუშავების შესახებ. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით მონაწილეთა ბიზნეს იდეებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ წარმატებული მეწარმეობისკენ მიმავალ გზაზე. USAID ამაყობს, რომ დღემდე 100-ზე მეტ მეწარმე ქალს დაუჭირა მხარი დაფინანსების მოპოვებაში და თავიანთი ბიზნეს იდეის განხორციელებაში. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს მეწარმეების გასაძლიერებლად, რათა ახალგაზრდა ქალებმა მიაღწიონ ფინანსურ კეთილდღეობას და შეძლონ თავიანთი ოცნებების ახდენა“, - აცხადებს USAID-ი.
USAID ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობას იწყებს
სერვისების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, USAID ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან მუშაობას იწყებს დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას. ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი. USAID-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციი, პროექტის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისები და გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ინფორმაციისთვის, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, USAID სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს დაუჭერს მხარს. აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორისა შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, გამოხატეს ინტერესი და მზაობა, იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე. USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე ცნობით, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
სამანტა პაუერი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას,“ - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც საქართველსა და შტატებს შორის მეგობრულ კავშირებს ეხება. „აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც ორივე ქვეყანას აძლიერებს. სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობა ეხმარება ქართველებს უკეთესი ცხოვრების შექმნასა და თავიანთი თემების განვითარებაში, USAID-ს წვლილი შეაქვს საქართველოსთვის აყვავებული, დემოკრატიული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - ამბობს სამანტა პაუერი.
ომბუდსმენი USAID-ზე: მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის
„USAID ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა სახალხო დამცველი, რომ USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ და აწყობდნენ. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, რომელთანაც სახალხო დამცველს აქვს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა. „USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ -ერთი ძირითადი პარტნიორია USAID, რომელთანაც გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
აშშ და დანია უკრაინის კიბერუსაფრთხოებას გააძლიერებენ
შეერთებულმა შტატებმა და დანიამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში კიბერმდგრადობის შესაქმნელად პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს. უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დანია ამ საქმიანობისთვის 2,8 მილიონ დოლარს (20 მილიონი DKK) გაიღებს. „უკრაინის კიბერ შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ქვეყნის ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, რუსეთის ომის შედეგად გაზრდილი კიბერშეტევების ფონზე. მე მივესალმები დანიის $2,8 მილიონის ინვესტიციას და მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას, რათა უკრაინამ შეძლოს, გაუძლოს რუსეთის კიბერ აგრესიას,“ - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა. აშშ კიბერუსაფრთხოების მდგრადობას USAID-ის პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.
USAID იწყებს სამენტორი პროგრამას, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად
USAID-მა წარადგინა სამენტორი პროგრამა, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ენერგეტიკის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ ღონისძიებას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთიკაში უმასპინძლა. USAID-ის ცნობით, სამენტორო პროგრამა ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რათა წარმატებული და გამოცდილი მენტორებისგან შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ. USAID აცხადებს, რომ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID „ამაყობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იწყებს მენტორობის პროგრამას.“ „ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც თავის მხრივ საქართველოს აძლევს საშუალებას შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი. ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიებას დაესწრნენ USAID-ის, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს , გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
USAID: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში
USAID აცხადებს, რომ ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებს, იყვნენ წარმატებულნი და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის განვითარებაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID „ამაყობს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და GREDA-სთან პარტნიორობით ენერგეტიკის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის იწყებს მენტორობის პროგრამას.“ „ეს არის USAID-ის ძალისხმევის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში, რაც თავის მხრივ საქართველოს აძლევს საშუალებას შექმნას თანამედროვე, უსაფრთხო, სუფთა და ევროპაში ინტეგრირებული ენერგო სექტორი. ღონისძიების მთავარი თემები იყო განახლებადი ენერგია, გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მენტორობის პროგრამის დაწყება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს მენტორების დახმარებას უკეთ აღიქვან კარიერული შესაძლებლობები ენერგეტიკის სექტორში. ღონისძიებას დაესწრნენ USAID-ის, სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების და ენერგო კომპანიების წარმომადგენლები. ღონისძიების ბოლოს , გაზაფხულზე ჩატარებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის მონაწილე მომავალ ლიდერებს გადაეცათ სერტიფიკატები,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეფასებით, ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. „USAID-ის მიმდინარე პროგრამები ორიენტირებულია: ეკონომიკური რეფორმების, კერძო სექტორის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. ჩვენ ვუწყობთ ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას მწვანე ენერგიის ხელშეწყობისა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდას და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესებას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სტუდენტებისა და სამუშაო ძალის პროფესიულ წარმატებას; განვითარების ეს მიზნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო აგრძელებს ევრო კავშირისკენ ინტეგრაციას 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესაბამისად,“ - ნათქვამია USAID-ის ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების ჩამონათვალში წერია: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა პროგრამას ახორციელებს - აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტი პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მდგრადობას და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში. სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, მოქალაქეებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ მათთვის საჭირბოროტო საკითხებში. პროგრამა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებულ მმართველობას, მოქალაქეთა უფრო მეტ აქტიურობას და პოლიტიკურ პროცესებზე ზედამხედველობას. ინფორმაციისთვის, აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად მიღება გამოაცხადა. კურსი განკუთვნილია მათთვის, „ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს გაუმჯობესდეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სამუშაო პირობები და სფეროს მართვის სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს.“ სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის. ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან. სასწავლო კურსის თემებია: საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა; ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება; ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში; მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა; კრეატიული ტაქტიკების გამოყენება; სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება. მეტი დეტალი იხილეთ აღმოსავლეთ - დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. შეგახსენებთ, USAID-ი და აღნიშნული ინსტუტიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ბრიფინგის თემა იყო.
აშშ-ის საელჩო: დღეს გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს
აშშ-ის საელჩო USAID-ის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებს. „დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები,“ - ნათქვამია განცხადებაში. ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია. „თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. „რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნა პატელმა. აშშ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში," - აღნიშნა პატელმა. მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში არის ჰუმანიტარული და პროდემოკრატიული მიზნებისთვის
საქართველოს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ეწვია
ელჩი ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. ამერიკის საელჩოს ცნობით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ს პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევროატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს. ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. საქართველოში ყოფნისას ელჩი მაქიი ოფიციალურად გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას. ეს პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია. ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად საქართველოში 40 პროგრამას ახორციელებს. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე,“ - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.
USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს
26 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში - ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. აშშ-ის გავითარების სააგენტო ახალ პროგრამას - “USAID განათლება მომავლისთვის“ იწყებს. $14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. ამერიკული მხარის განმარტებით, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. აშშ-ის განვითარების სააგენტოს განცხადებით, USAID აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას. USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას გახსნის USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიი, რომელიც საქართველოში იმყოფება. პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
ელჩი ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს ქვეყანას და დაახლოებს მას ევროკავშირთან
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა ელჩმა ერინ მაქიიმ, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ელჩმა ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“ ისაუბრა. „ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს ქვეყანას და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს,“ - განაცხადა ერინ მაქიიმ. მან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,“- განაცხადა ერინ მაქიიმ. მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.
ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა." „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე,“ - ციტირებს გამოცემა ერინ მაქიის, რომელიც მედიის წარმომადგენლებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიების შემდეგ ესაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID-ი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროგრამას "განათლება მომავლისთვის საქართველოში". $14-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია "ქემონიქსი". USAID-ის პროგრამა "განათლება მომავლისთვის საქართველოში" 5 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას. ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს." ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“ გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს წარმომადგენლები. ისინი გამოკითხვის დეტალებზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. სუსში მათ „გაუთქმელობაზე“ აწერინებენ ხელს. ამ საქმეზე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს სერბეთის სამი მოქალაქე, ორგანიზაცია "კანვასის" (ყოფილი "ოტპორი") ტრენერები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი და გამოკითხვიდან მეორე დღეს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს.
ელჩი მაქიი: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მხარესთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ მაქიის განცხადებით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მომდევნო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ასევე გაეცანით: ო'ბრაიენი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი USAID-ის წარმომადგენლის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში. „ჩვენ ვიცით, რომ ღია, თავისუფალი, აყვავებული, დემოკრატიული საზოგადოება პუტინისა და კრემლისთვის სიგნალია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა პარტიასთან, რათა 2024 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უდავო. მავნებელ მოთამაშეებს ვერ შევუშლით ხელს დემოკრატიის შელახვის მცდელობაში, მაგრამ შეგვიძლია, დავიცვათ პროცესი, რათა არჩევნების შედეგი იყოს საქართველოს მოსახლეობის სურვილზე დაფუძნებული და ეჭვის ქვეშ არ დადგეს. სწორედ ამიტომ, მხარს გიჭერთ დემოკრატიის დაცვასა და შენარჩუნების უზრუნველყოფაში, რა ძალისხმევაც არ უნდა დასჭირდეს ამას,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი
ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში, ერინ მაქიის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით; განიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობის გაძლიერება. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობათა მნიშვნელობას და მისი გაღრმავების აუცილებლობას. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, აშშ-ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, აარონ რუპერტი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა
ელჩი ერინ მაქიი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და ევროპასთან დაახლოებას. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ერინ მაქიიმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, USAID-ის საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა ევროპასა და აზიასთან დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული სატრანსპორტო ცენტრი გახდეს. ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
სახელმწიფო დეპარტამენტი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენი მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების დაფინანსებაში. შესაბამისი კომენტარი პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აშშ არ ემხრობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე კონკრეტულ მთავრობას. ისევ და ისევ, ჩვენი მიზანი ნებისმიერ ამ ვითარებაში, ნებისმიერ კონტექსტში, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ჩატარდეს სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ - განაცხადა პატელმა, როდესაც ჰკითხეს: „ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია და საქართველოს მთავრობის მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით აფინანსებს გადატრიალების მომზადებას. როგორია თქვენი რეაქცია? და ზოგადად, როგორ აღიქვამთ ამ პრეტენზიებს მთავრობისგან, რომელიც ყოველწლიურად, მილიონობით დოლარს იღებს აშშ-დან?“ ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
დანიგანი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს. „თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე, განაცხადა რობინ დანიგანმა. ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი. „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში", - განაცხადა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა იგივე ფორმით გრძელდება. „გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს დაუყენებია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის,” – აცხადებს გაჯიევი. „ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „მისი (ო’ბრაიენის) მოლაპარაკებები არის გზა გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარებისა და გაფართოების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
USAID-ის ხელშეწყობით, კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
კახეთის რეგიონის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო. USAID-ის მიერ თანადაფინანსებული ახალი საწარმო ყოველწლიურად, 40 ადგილობრივი ფერმერისგან მიღებულ 600 ტონამდე კაკალს გადაამუშავებს. „USAID-ის ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ფერმერებსა და აგრობიზნესებს დაეხმარება, გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ. ეს საწარმო იმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის კეთილდღეობას და დაეხმაროს ფერმერებს, აგრობიზნესებსა და მოსახლეობას ისარგებლონ იმ პრიორიტეტებით, რაც ევროპიასთან დაახლოებას მოაქვს,“ - ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
კარპენტერი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას
აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა უპასუხა შეკითხვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ეუთო მტკიცედ იცავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მაგალითად ასევე მოიყვანა რუსეთი და ბელორუსი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი პრობლემები ექმნებათ, აქედან გამომდინარე კარპენტერმა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „თავდასხმები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეუთოს რეგიონის მასშტაბით - რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის, მაგრამ ეს ასევე აისახება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო, აზერბაიჯანი, განსაკუთრებით USAID-ის მიმართ. როგორია თქვენი რეაქცია ამ საკითხზე? - მიმართეს კარპენტერს ონლაინ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკვე ზედიზედ ორი წელია, ვატარებთ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კონფერენციას. ეს არის ვარშავის კონფერენცია, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება. წელს, დაახლოებით 1,500 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მოვიწვიეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ყველგან ეუთოს რეგიონში და რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე იყოს ძლიერი ხმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კარპენტერმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის. რაც შეეხება საქართველოს, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე არაერთი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
„ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები
USAID საქართველოში 35-ზე მეტ პროგრამას უჭერს მხარს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი მიზანია, გააძლიერონ მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყონ მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. პროგრამებს შორისაა ახალგაზრდობის მიერ წარმართული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა პროგრამას ახორციელებს - International Alert „პროგრამა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვით ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდების გაძლიერებას, ხელს უწყობს “ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ სამოქალაქო საზოგადოების გამრავალფეროვნებასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას. პროექტი მუშაობს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღადგინონ ურთიერთობა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მომავლის სამოქალაქო ლიდერების უზრუნველყოფას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც გაარღვევს კონფლიქტთან დაკავშირებულ ნარატივს და უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს მათი საზოგადოებებისათვის,“ წერს USAID მიმდინარე პროექტების ნუსხაში. კიდევ ერთი პროგრამაა - განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის პროგრამას ახორციელებს - კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ „განხეთქილების დაძლევის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას სამიზნე ჯგუფების წევრებს (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობების წახალისებით. პროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, კერძო სექტორის თანამშროლობასა, კავშირების დამყარებას და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებთან წვდომას. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: 1) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების თანამშრომლობას; 2) კონფლიქტის გადაჭრის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვას აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან; 3) ეკონომიკის განვითარებას „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზთან.“(საოკუპაციო ხაზი, რედ.) 4) ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომას,“ ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მისივე ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციში. ცნობისთვის, USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
მზადება 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის - USAID-ის წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს ჯონ პენელს და აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მარკ ნორდბერგს შეხვდნენ. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023 წლის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა 2023 წელს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, მათ შორის USAID-თან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტები და USAID-თან თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობასთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს 2024 წლის არჩევნების ჭრილში, ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტისა და შედეგების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც 2024 არჩევნების წარმატებით, მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას უკავშირდება. აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი
აშშ-მ უკრაინას მორიგი დახმარება გადასცა
შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ ამ თვეში უკრაინელ ფერმერებს მარცვლეულის 16 გადამზიდავი გადასცა. აშშ-ის შეფასებით, ეს კიევს მარცვლეულის ტრანსპორტირების გაზრდაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა. მისი თქმით, აშშ უკრაინელი ფერმერების გვერდით დგომას აგრძელებს. აგვისტოში უკრაინამ გახსნა დროებითი დერეფანი პივდენის, ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან სავაჭრო გემების ტრანსპორტირებისთვის. ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.
პრემიერმა დავოსში, USAID-ის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ." პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა. დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, პრემიერის თქმით, ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია. „ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში - სუნელი - როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ. „რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის. 2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით - მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად. ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი - 75-პროცენტიანი - კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „2023 წლის ივლისიდან, გამკაცრებული ტექნიკურ შემოწმებები მიმდინარეობს, რათა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
უკრაინაში აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩავიდა
კიევში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ. შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკ და კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. კიევში ჩასული ინსპექტორები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმოადგენენ. „მოხარული ვარ, მივესალმო კიევში სამ ინსპექტორს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან და USAID-დან. მათი შეხვედრები აღმსრულებლებთან, პარტნიორებთან და უკრაინის მთავრობასთან მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის დახმარების ზედამხედველობას და ანგარიშვალდებულებას,“ – წერს აშშ-ის ელჩი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას
Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“ USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას. „USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა. „საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს. „მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
USAID: საქართველოს მხარდასაჭერად ამჟამად 40 პროგრამას ვახორციელებთ
1992 წლის შემდეგ, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რომლის „მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ აშშ-ის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ეს პროგრამები ასევე ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან.“ „USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „USAID-ი ასევე მხარს უჭერს პროგრამებს საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა.
პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. ის მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი და აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ. USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე: „აქცენტი გაკეთდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ადმინისტრატორის მოადგილემ სპიკერს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. შენონ გრინმა აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ წერს USAID. პაპუაშვილი USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს მიესალმა
ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში
საქართველოში ვიზიტისას, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი არჩევნებზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებს შეხვდა. USAID-ის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე, რომელიც არჩევნებზე მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საკითხს ეხება. „USAID გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერებას, 2024 წლის საარჩევნო ციკლის განმავლობაში და მას შემდეგაც,“ - წერს USAID Georgia. მისივე განცხადებით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში.“ თავის მხრივ, ამერიკის საელჩოს განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ელჩი დანიგანი: 2024 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად
ჯონ პენელი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მიმართ, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. პენელის თქმით, ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ USAID აგრძელებს მჭიდრო პარტნიორობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. „USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო სააზოგადოებათან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან. საქართველოს საზოგადოების ამ სამ სეგმენტთან 30 წელია, ვთანამშრომლობთ. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას,“ – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: ამერიკა გააგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე კომენტარები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.“ USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა."
ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში $23 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებზე წერს. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ მხოლოდ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ონლაინ ვაჭრობის, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროებში. შედეგად, შეიქმნა 5 000 სამუშაო ადგილი, 65 მილიონი დოლარით გაიზარდა გაყიდვები, გაძლიერდა 2 000 ბიზნესი და გადამზადდა 5 000 პროფესიონალი. ასევე, საქართველომ გაზარდა ექსპორტი ევროკავშირისა და სხვა მოგებიან ბაზრებზე. პროგრამის დახურვის ღონისძიებას ვიცეპრემიერ დავითაშვილთან ერთად ელჩი რობინ დანიგანი დაესწრო და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას,“ შესაბამის პოსტს ამერიკის საელჩო Facebook-oს ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ჯონ პენელი: ვმუშაობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად - გრძელვადიანი დამკვირვებლები მომავალ თვეში ჩამოვლენ
„ვმუშაობთ დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში - ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე,“ -USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალ თვეში საქართველოში საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. „დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში. ასევე, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით, ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. „გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი. რამდენიმე კვირის წინ ჩამოსული იყო წინასაარჩევნო შეფასების მისია, რომელსაც “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” [ენ-დი-აი] ხელმძღვანელობდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ასეთი მისია. სადღაც მომავალ თვეში ჩამოვლენ საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები. რეალურად ვსაუბრობთ ათასობით დამკვირვებელზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი წარმომადგენლობით. ამ რაოდენობის უმეტესობა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იქნება და ეს იქნება ძალიან, ძალიან ძლიერი პროცესი. ეს არის მხოლოდ ის, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს, რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაციები და სხვა ქვეყნებიც გამოგზავნიან დამკვირვებლებს, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ჯონ პენელმა. ჯონ პენელის თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ცვლილებები დასრულდება და ვაკანტური თანამდებობები შეივსება, იგეგმება მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად.
USAID სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, $8,6 მლნ-ს გამოყოფს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების სტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ მაქიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახალი 8.6 მილიონი დოლარის პროგრამა გააუმჯობესებს სომხეთის ხელმისაწვდომობას განახლებად ენერგიაზე და ის ხელს შეუწყობს ინტეგრაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საგანგებო დაგეგმვა საშუალებას მისცემს სომხეთს, სისტემატურად უპასუხოს მიწოდების შეფერხებებსა და გაზარდოს ენერგოეფექტურობა. ეს დაფინანსება ასევე გააძლიერებს სომხეთის, უნარს უკეთ გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში,“ - აღნიშნა მაქიიმ.
USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს
აშშ-ის განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გაფართოების შესახებ გამოაცხადა „USAID თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან საქართველოს მასშტაბით. პარტნიორობის ფარგლებში ხელს ვუწყობთ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების უზრუნველყოფას, რაც გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროპასთან. USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის განყოფილების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლისა კოვაკი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო ღონისძიებას, სადაც გამოაცხადა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის გაფართოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხარს დავუჭერთ 28 ადგილობრივ ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით! USAID გააგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროპული გზის მნიშვნელოვან ფუნდამენტს,“ ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
USAID აშშ-სომხეთის ვაჭრობის განვითარებისთვის დამატებით, $33 მილიონის ინვესტირებას გეგმავს
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკაში თავისი ინვესტიციები გააორმაგა. „ეს მოიცავს ქალთა და ახალგაზრდების ტრენინგს სამუშაო ადგილზე, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ ახალ ეკონომიკაში,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა. USAID-მა ასევე იმუშავა სომხეთის მთავრობასთან იმ ახალი რეგულაციების მისაღებად, რომლებიც აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს მათი იმპორტისა და ექსპორტის გასაძლიერებლად. პაუერის განმარტებით, აშშ-სა და სომხეთს შორის ვაჭრობის ზრდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 17%-ს შეადგენს. პაუერმა დასძინა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ USAID აპირებს დამატებით $33 მილიონის ინვესტირებას ამ მნიშვნელოვანი პროგრესის გასაუმჯობესებლად. „შეერთებული შტატები, USAID და ამერიკელი ხალხი მოწოდებულნი არიან, დაეხმარონ სომხეთს იმის დემონსტირებაში, რომ რომ დემოკრატია ნამდვილად მუშაობს. ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. USAID-ის განცხადებით, განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. USAID-ი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას. განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში,“ წერს USAID Facebook-ზე. ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში $23 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - აშშ-ის საელჩო
USAID: პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პირველი მცურავი მზის ელექტროსადგური ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) ავრცელებს. „დედამიწის დღის აღსანიშნავად, USAID-ის მხარდაჭერით შექმნილ, საქართველოში პირველ მცურავ მზის ელექტროსადგურს ვესტუმრეთ. სადგური, რომელიც შპს Agro-Impex-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მდებარეობს. იგი მიმდებარე ხეხილის ბაღების მოსარწყავად ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და შესაბამისად, შეამცირებს როგორც ბიზნეს ხარჯებს, ასევე სათბურის აირების გამოყოფას. ეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს USAID-ის მიერ განახლებად ენერგიის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას,“ წერს USAID/საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა
ჯონ პენელი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებით დაზარალდება საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზაზე მიდის
USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება. „როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე, ევროკავშირმა განაცხადეს, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული. შესაძლოა, (ქვეყანამ, რედ.) ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო. შესაბამისად, ამას ექნება გავლენა როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID-ი გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალში,“ – განაცხადა პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
USAID: 2010 წლიდან დღემდე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს
2010 წლიდან დღემდე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID/Georgia) ავრცელებს. „ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და მხარს ვუჭერთ 15 ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ცენტრები მთელ საქართველოშია განთავსებული და აერთიანებს ახალგაზრდებს ახალქალაქიდან ბათუმამდე, ოზურგეთიდან დმანისამდე, გორიდან ახმეტამდე. 2010 წლიდან USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა 20 000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეარათ ენის კურსები, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამებში და აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ინიციატივებში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,“ წერს USAID. USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს
USAID უკრაინას $250 მილიონს გამოუყოფს
USAID-ის ახალი მოსავლის პროგრამის ფარგლებში, უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის აღსადგენად და გაფართოებისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დენის ბაშლიკმა 3 მაისს განაცხადა. კიევის ეკონომიკის სკოლისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის ზარალმა თებერვლის ბოლოსთვის 80 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. „პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, ხელს შეუწყობს მცირე მარცვლეულის და ზეთის თესლების მწარმოებლებს მათი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში,“ აღნიშნა ბაშლიკმა. „USAID Harvest-ის მიზანია, გაზარდოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი $1,5 მილიარდით და მოიზიდოს დამატებითი $500 მილიონი კერძო ინვესტიცია,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ იზობელ კოულმანმა. „უკრაინამ აპრილში 13 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა - საერთო ჯამში 3,3 მილიარდი დოლარი, რაც აღემატება 2022 წლის თებერვლის მოცულობას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე,“ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. გავრცელებული ინფორმაციით, ზრდა განპირობებული იყო ალტერნატიული საზღვაო დერეფნის გახსნით, ასევე, გემების დაზღვევის პროგრამებითა და სოლიდარობის ხაზების გაფართოებით.
USAID-ის ხელმძღვანელი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის უარყოფით შედეგებზე საუბრობს
აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას. „საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ძირს გამოუთხრის საქათველოს ევროკავშირის კანდიდატურას,“ წერს USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. EBRD-ის ცნობით, პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე, სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თანახმად, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს. მემორანდუმის მიზანია, გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის. თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები მოიცავს ინვესტიციების გაფართოებას ნახშირბადის გარეშე ენერგიის მიმართულებით და რეფორმების წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით. მემორანდუმს ხელი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, USAID-მა საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა
6 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება USAID-მა შეაჩერა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დეტალების შესახებ არ საუბრობებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ტარდება. საკითხს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებისა, მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. როცა ეს ხდება შანტაჟის ინსტრუმენტი ქართველი ხალხის მიმართ, არ არის სწორი მიდგომა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს უმასპინძლა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველწლიური პროექტი - საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა იურისტებში კონსტიტუციური კონტროლისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. შეგახსებთ, 6 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს.