NATO ალიანსის ფონდიდან ესტონეთს მოკავშირეთა ჯარების განთავსებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, €40 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.
თანხა NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამის (NSIP) ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოიყოფა.
ესტონეთმა პირობა დადო, რომ მოკავშირეების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს, მაგრამ ქვეყნის მთლიანი თავდაცვითი ინვესტიციების საჭიროებების და ესტონეთის რესურსების შეზღუდვის გათვალისწინებით, მთავრობა ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მოიძიებს დაფინანსების საგარეო წყაროებს ამ ხარჯების დასაფარად.
„ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმება ნიშნავს, რომ მოკავშირეების ყოფნა ესტონეთში აუცილებლად დატოვებს უფრო დიდი კვალს, როგორც დროებით, ასევე სამუდამოდ. ეს არის ზუსტად დროებით ყოფნა, რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურას,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
ინფრასტრუქტურა მოიცავს თვითმფრინავების ანგარებს, ტექნიკური აღჭურვილობის თავშესაფრებს, ყაზარმების აშენებას ამარის საჰაერო ბაზაზე, ყაზარმების, ავტოფარეხების და თავშესაფრების აშენებას დამატებითი დანაყოფებისთვის ტაპაში, ემის ბაზაზე.
ესტონეთმა ხელი ასევე მოაწერა 21 მილიონი ევროს კონტრაქტს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სასწავლო არეალში მისაღები ზონის მშენებლობისთვის.