Abrams-ის ტიპის პირველ ტანკები უკრაინაში შესაძლოა, სექტემბერში ჩავიდეს - Politico

ამერიკული Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ბრძოლის ველზე, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდნენ.

Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ აგვისტოში Abrams-ის რამდენიმე ტანკის გერმანიაში გაგზავნას გეგმავს, სადაც ისინი საბოლოო მოდიფიკაციას გაივლიან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სექტემბერში, ტანკები უკრაინაში გაიგზავნება.


გამოცემას თავდაცვის ინდუსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და კონგრესის თანაშემწემ განუცხადა, რომ Abrams-ის პირველი პარტია მოიცავს 6-8 ტანკს. საერთო ჯამში კი აშშ 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რომ ისინი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტანოთ,” - განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაასახელა.

Politico-ს ინფორმაციით, ვიდრე უკრაინელი სამხედროები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა გაიარონ სწავლების კურსი, რომელიც გერმანიის გრაფენვერის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 კვირას გაგრძელდება. პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინელების აღნიშნული წვრთნების დასრულება აგვისტოში იგეგმება.