თეგი: Abrams

Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ - კულება

ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, იმდენი კონტრშეტევა განხორციელდება, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უკვე იღებს გარკვეულ აღჭურვილობას, კერძოდ, „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი. „არსებობს იმედი, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამხოლოდ მიმდინარე კონტრშეტევის პერსპექტივიდან. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. თქვენ არ უნდა ჩათვალოთ ეს კონტრშეტევა ბოლოდ და გადამწყვეტად“, - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ Suspilne-ს.  

Abrams-ის ტიპის პირველ ტანკები უკრაინაში შესაძლოა, სექტემბერში ჩავიდეს - Politico

ამერიკული Abrams-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ბრძოლის ველზე, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდნენ. Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ აგვისტოში Abrams-ის რამდენიმე ტანკის გერმანიაში გაგზავნას გეგმავს, სადაც ისინი საბოლოო მოდიფიკაციას გაივლიან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სექტემბერში, ტანკები უკრაინაში გაიგზავნება. გამოცემას თავდაცვის ინდუსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და კონგრესის თანაშემწემ განუცხადა, რომ Abrams-ის პირველი პარტია მოიცავს 6-8 ტანკს. საერთო ჯამში კი აშშ 31 ტანკის გაგზავნას გეგმავს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რომ ისინი უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად ჩავიტანოთ,” - განუცხადა გამოცემას პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაასახელა. Politico-ს ინფორმაციით, ვიდრე უკრაინელი სამხედროები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა გაიარონ სწავლების კურსი, რომელიც გერმანიის გრაფენვერის სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 კვირას გაგრძელდება. პენტაგონის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინელების აღნიშნული წვრთნების დასრულება აგვისტოში იგეგმება.  

Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინაშია

პირველი ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკები უკრაინას გადაეცა. New Yourk Times-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ი უკვე უკრაინაშია და „ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან.“ „მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის!” - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდოდა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა.  მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.  

აშშ-მ უკრაინაში Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გაგზავნა

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო ყველა დაპირებული ტანკი მიიღო. აშშ-მ უკრაინაში Abrams-ის ტიპის 31 ტანკი გაგზავნა. კიევმა ასევე მიიღო საბრძოლო მასალა და ტანკების სათადარიგო ნაწილები. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა, Abrams-ებს ბრძოლის ველზე განლაგებამდე გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან სამხედროებმა უნდა გადაწყვიტონ, სად და როდის გამოიყენონ ტანკები ბრძლოლის ველზე. Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინას სექტემბერში გადაეცა.