სტამბოლი-ბათუმის რეისი ბოლო რამდენიმე წუთი, უამინდობის გამო უშედეგოდ ცდილობდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას.
რადიო თავისუფლების ცნობით, თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე 10-მდე წრე დაარტყა.
აეროპორტის მმართველ "ტავ ჯორჯიაში" განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ქარისა და წვიმის გამო ვერ ჯდებოდა.
აეროპორტის პრესსამსახურის თანახმად, თვითმფრინავმა დაშვება 14:01 საათზე შეძლო.