თურქეთის მიერ წარმოებული ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა IDEF-2023 გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის წარმატება თავდაცვის ინდუსტრიაში დღითი დღე იზრდება: „2002 წელს ამ სფეროში სულ 57 კომპანია გვყავდა მომუშავე. დღეს კომპანიების რაოდენობამ 2500-ს მიაღწია.“