თურქეთი ერთძრავიანი, ზებგერითი მოწინავე მწვრთნელი და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს.
Hürjet-ის პირველი ფრენა 2023 წელს არის დაგეგმილი. თვითმფრინავი შექმნილია მეხუთე თაობის სასწავლო თვითმფრინავის მიზნებისთვის. მისი საჰაერო და სახმელეთო კომუნიკაციის შესაძლებლობები შეამცირებს საფრთხეებსა და რისკებს.
თვითმფრინავის სიგრძე - 13,4 მეტრი იქნება. ფრთების სიგრძე - 11 მეტრი. ის მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გარემოს უსაფრთხოება შეტევითი ოპერაციების დროს.
„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია რამდენიმე პროექტზე, როგორიცაა სხვადასხვა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო პლატფორმები, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, აღჭურვილობა, მოდერნიზაცია, ლოგისტიკა, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“, ნათქვამია პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატში. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უცხოეთიდან შეძენილი ყველა სახის ტექნოლოგიის განვითარება აბსოლუტური აუცილებლობაა თურქეთში სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიისთვის და რომ სექტორის ძალისხმევა ამ სფეროში კვლავაც იქნება მხარდაჭერილი.