კატარი უკრაინას $100 მილიონს გადასცემს

კატარი უკრაინას 100 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. კიევის განცხადებით, თანხები ჯანდაცვის, განათლებისა და განაღმვის მხარდაჭერას მოხმარდება.

Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარასკევს სპარსეთის ყურის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.

„თქვენი ვიზიტი ასეთ რთულ დროს, უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა, რომ თქვენი ქვეყანა უკრაინის მიმართ სოლიდარულია,“ - მიმართა შმიგალმა კოლეგას.