2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა სავარაუდოდ, 15 დეპუტატით გაიზრდება. ცვლილებების შედეად, ევროპარლამენტართა რაოდენობა 705-დან 720-მდე გაიზრდება. დამტკიცების შემთხვევაში ახალი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნებიდან შევა ძალაში, რომლებიც 2024 წლის ივნისში იგეგმება.
გამოცემა Politico ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ორ-ორი ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას.