ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ

  • უკრაინამ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა, რაც ბოლო ნაბიჯია რუსეთისგან დისტანცირებისკენ - BBC

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღად 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს ადგენს.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა გასულ წელს დაუშვა.


ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. თუ სამრევლოები უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.